უკრაინაში გარდაცვლილ ქართველ მებრძოლს კიევში ხვალ გადაასვენებენ. გიორგი ჯანელიძის ცხედარს მაიდანზე დაასვენებენ, სადაც სამოქალაქო პანაშვიდი გაიმართება. ცერემონიის დასრულების შემდეგ კი მას სამშობლოში გადმოასვენებენ. გიორგი ჯანელიძე სოფელ შიროკინოსთან საბრძოლო მოქმედებიბის დროს დაიღუპა. მას მეუღლე და სამი შვილი დარჩა.