ცე ჰეპატიტით დაავადებულთა მკურნალობის ახალი პროექტი იწყება. საქართველოს მთავრობასა და კომპანია "გილეადს" შორის შესაბამის მემორანდუმს ხელი დღეს მოეწერება. პროგრამის მიზანი "დაავადების ელიმინაცია და ქვეყანაში ამ ვირუსით გამოწვეული ავადობისა და სიკვდილიანობის შემცირებაა. ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე ვალერი კვარაცხელია განმარტავს, რომ უფასო მედიკამენტებით პირველ რიგში იმ პირთა მკურნალობა დაიწყება, რომელთა ჯანმრთელობის მდგომარეობაც ყველაზე მძიმეა. პაციენტთა რეგისტრაცია "სოციალური მომსახურების სააგენტოებში" მოხდება, რის შემდეგაც მათ მონაცემებს სპეციალური კომისია განიხილავს.