ზოგიერთ ექსპერტს შესაძლოა, სურს, რომ პენსიები არ გავცეთ და სოციალური პროგრამები შევაჩეროთ, მაგრამ ამას არ დავუშვებთ, - ამის შესახებ ფინანსთა მინისტრის მოადგილემ გიორგი კაკაურიძემ მთავრობის სხდომის დაწყებამდე ჟურნალისტებთან განაცხადა. იგი არ ეთანხმება ექსპერტთა იმ ნაწილის მოსაზრებას, რომლებიც მიიჩნევენ, რომ ბი...
პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, საჯარო მოხელეთა მომზადების ცენტრი შეიქმნება და მისი ფუნქციონირება "საჯარო სამსახურის" შესახებ ახალი კანონის ამოქმედების პერიოდს უნდა დაემთხვეს. აღნიშნული ინიციატივა პრემიერმა მთავრობის წევრებს დღევანდელ სხდომაზე გააცნო. "ჩვენ ვაპირებთ, გავითვალისწინოთ გამოცდილება ისეთი ც...
თბილისის ბაგა-ბაღებში რეგისტრაციის პროცესი დასრულდა, თუმცა დარეგისტრირება ყველა მსურველმა ვერ მოახერხა. ბაღების სააგენტოში განმარტავენ, რომ დამატებითი ჯგუფების შედგენა მიმდინარეობს, მაგრამ ყველ მსურველის დაკმაყოფილება მაინც ვერ მოხერხდება. ნაწილს კი, ვინც ამ დრომდე რეგისტრაციის გავლა ვერ შეძლო, სექტემბერ...
ვალერი გელაშვილის ცემის საქმეზე სასამართლო პროცესი დღეს გაიმართება. საქმეში საქართველოს ექსპრეზიდენტია ბრალდებული. მიხეილ სააკაშვილს ვალერი გელაშვილის ცემის საქმეზე ბრალი ორი მუხლით აქვს წაყენებული (სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება და ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ორგანიზება). საქმეზე ბრალი სააკაშვ...
ყოფლი მაღალჩინოსნის, დავით კეზერავილის დაცვის მხარეს პროკურატურისგან საქმის მასალები ამ დრომდე არ მიუღია. მათ მხოლოდ ორგვერდიანი ბრალის დადგენილება გადაეცათ. მთავარმა პროკურატურამ თავდაცვის ყოფილი მინისტრი პასუხისგებაში მისცა. ადვოკატი ყველა ბრალდებას პოლიტიკურად მოტივირებულს უწოდებს. დავით კეზერაშვილს საგამოძიებო ...
"ეროვნული ბანკის შესახებ" კანონში დაგეგმილ ცვლილებებთან დაკავშირებით “ნაციონალური მოძრაობა" პარლამენტს ალტერნატიულ წინადადებას შესთავაზებს. ეს იმ შემთხვევაში მოხდება, თუ კანონპროექტი დღევანდელ სხდომაზე ოპოზიციის შენიშვნების გარეშე დამტკიცდება. დეპუტატები ეროვნული ბანკიდან საბანკო საზედამხედველობის ფუნქციის გამოყო...
თუ გენმოდიფიცირებულ პროდუქტზე შესაბამისი აღნიშვნა მითითებული არ იქნება, ჯარიმა ამოქმედდება. სანქციები 1 ივლისიდან უკვე ძალაშია. დეპუტატი ზურაბ ტყემალაძე აღნიშნავს, რომ მან ვერცერთ პროდუქტზე გენმოდიფიცირების აღმნიშვნელი ეტიკეტი ვერ ნახა და სურსათის ეროვნულ სააგენტოს საქმის შესწავლა ურჩია. უწყებაში კი განმარტა...
დეპუტატები „ოჯახური მდგომარეობის“ მიზეზით სხდომებს ვეღარ გააცდენენ. საპატიოდ მხოლოდ მივლინება და ავადმყოფობა ჩაითვლება. ცვლილება პარლამენტის რეგლამენტში შედის, რომელსაც პარლამენტი დღეს განხილავს. თემა აქტუალური მას შემდეგ გახდა, რაც პარლამენტის სხდომა ქვორუმის არარსებობის გამო რამდენჯერმე ჩაიშალ...
ქართულ ენას სახელმწიფო ენის სტატუსი ენიჭება. სახელმწიფო ენის შესახებ" კანონპროექტის მიხედვით, საქართველოს ტერიტორიაზე მოქმედ არაქართულეონოვან სკოლებში სახელმწიფო ენის სწავლება სავალდებულო იქნება. სახელმწიფო და ადგილობრივ თვითმმართველობის ორგანოებში საქმის წარმოება, კონკურსები და ატესტაციები ასევე სახელმწიფო ენაზე განხორ...
რომის პაპი ლათინური ამერიკის ქვეყნებში ვიზიტებს განაგრძობს. ეკვადორის შემდეგ ფრანცისკ პირველი ბოლივიას სტუმრობდა. პონტიფიკოსს ქალაქ ელ-ალტოში ბოლივიის ლიდერმა უმასპინძლა. ევო მორალესმა რომის პაპს კოკას ფოთლები აჩუქა, რომელიც ბოლივიაში წმინდა მცენარედ ითვლება, გაეროს კონვენციით კი ნარკოტიკულ საშუალებად არის მიჩ...
სილვიო ბერლუსკონის ახალი ბრალდება წაუყენეს. იტალიის ყოფილ პრემიერ-მინისტრს სენატორთა მოსყიდვაში ადანაშაულებენ, რისთვისაც მას სამწლიანი პატიმრობა ელის. პროკურატურა ბერლუსკონისთვის ხუთწლიანი განაჩენის გამოტანას ითხოვდა, თუმცა მოსამართლემ ბრალდების მხარის მოთხოვნა არ დააკმაყოფილა. მანამდე ექსპრემიერი გადას...
ევროკავშირის ვერდიქტის მოლოდინში საბერძნეთის მთავრობამ საბანკო არდადეგები გაახანგრძლივა. საბანკო მომსახურება ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე ამ დრომდე შეჩერებულია. ხელისუფლების გადაწყვეტილებით, ბანკები არაუგვიანეს ერთი კვირაში გაიხსნება. ციპრასის მთავრობა ირწმუნება, რომ სურსათისა და საწვავის საკმარისი მარაგი ა...
საბერძნეთისთვის მიცემული ულტიმატუმის ვადა იწურება. წინადადებების პაკეტი ათენმა საერთაშორისო კრედიტორებს დღეს უნდა წარუდგინოს. იმ შემთხვევაში, თუ ციპრასის მთავრობა ფინანსურ დონორებს ახალი შეთავაზებებით ვერ დააინტერესებს, საბერძნეთს დეფოლტთან ერთად სავარაუდოდ ევროზონის დატოვებაც მოუწევს. 11 ივლისს საბერ...
ეუთოს საპარლამენტო ასამბლეამ რუსეთის წინააღმდეგ ახალი რეზოლუცია მიიღო. დოკუმენტში რუსეთის ქმედებები უკრაინის წინააღმდეგ სამხედრო აგრესიად არის შეფასებული. ეუთო პუტინის ხელისუფლებას უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ხელყოფაში ადანაშაულებს და დონბასში პროვოკაციების შეწყვეტისა და ჯარები...
ახალი „სპორტის სასახლე“, რომელიც სახელმწიფო უნივერსიტეტის მაღლივ კორპუსთან აშენდა, მზად არის ექსპლუატაციისთვის. ამის შესახებ ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის „თბილისი 2015“ საორგანიზაციო კომიტეტის თავმჯდომარემ ალექსი ახვლედიანმა „2030“–ის ეთერში განაცხადა. &nbs...