ევროკავშირის ვერდიქტის მოლოდინში საბერძნეთის მთავრობამ საბანკო არდადეგები გაახანგრძლივა. საბანკო მომსახურება ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე ამ დრომდე შეჩერებულია. ხელისუფლების გადაწყვეტილებით, ბანკები არაუგვიანეს ერთი კვირაში გაიხსნება. ციპრასის მთავრობა ირწმუნება, რომ სურსათისა და საწვავის საკმარისი მარაგი აქვს და მოსახლეობაში პანიკის არანაირი საფუძველი არ არსებობს.