დონეცკში, გასულ ღამით, ეუთოს ოთხი ჯავშნიანი ავტომობილი დაიწვა. ამის შესახებ ინფორმაციას ეუთოს სპეციალური მისია სოციალურ ქსელ „ტვიტერზე“ ავრცელებს. „ამ ღამეს დონეცკში, სპეციალური სადამკვირვებლო მისიის ოფისთან ახლოს, ეუთოს ოთხი ჯავშნიანი ავტომობილი განადგურდა. სავარაუდოდ, ცეცხლის წაკიდების შედეგად. ...
უკრაინის კულტურის სამინისტრომ იმ რუსი ხელოვანების სია გამოაქვეყნა, რომლებიც უკრაინის ეროვნულ უსაფრთხოებას უქმნიან საფრთხეს. შავ სიაში 14 ადამიანის გვარი ფიგურირებს, მათ შორის არიან მომღერლები: იოსებ კობზონი, ოლეგ გაზმანოვი და გრეგორი ლეფსი, ასევე მსახიობები სერგეი ბეზრუკოვი და ჟერარ დეპარდიე. უკრაინული მედიის ...
უბედური შემთხვევა ფინეთში. სატვირთო მანქანების მე-11 ყოველწლიური შოუ მარცხით დასრულდა. მანქანიდან მომძვრალმა გიგანტურმა ბორბალმა ჯებირი გაარღვია და მაყურებლებში შევარდა. შედეგად, 7-მა ადამიანმს სხეულის მძიმე დაზიანებები მიიღო. ერთ-ერთი დაშავებულის მდგომარეობა მძიმეა.
უამინდობა ჩინეთში. ქვეყნის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილს ძლიერმა შტორმმა გადაუარა. ქარიშხალს თან ძლიერი წვიმაც ერთვოდა, რის შდეგადაც ათობით დასახლებული რაიონი დაიტბორა. ინფორმაცია მსხვერპლის შესახებ ჯერჯერობით არ გავრცელებულა. უამინდობის გამო ასობით სარკინიგზო და საჰაერო რეისი გადაიდო.
აშშ პრეზიდენტობის კანდიდატმა დონალდ ტრამპმა თავისი პოლიტიკური მრჩეველი სამსახურიდან დაითხოვა. როჯერ სტოუნთან დაპირისპირების მიზეზი ჯერჯერობით არ სახელდება. როგორც ტრამპის საარჩევნო შტაბში აცხადებენ, სტოუნს ტრაპმის კომპანიის გამოყენება საკუთარი პიარისა და მიზნებისთვის სურდა. თავად სტოუნი კი აცხადებს,...
რუსეთ–საქართველოს ომის შვიდი წლისთავთან დაკავშირებით, გერმანიაში საქართველოს საელჩოს ორგანიზებით, ფოტო გამოფენა გაიმართა. ქ. ბერლინში გამართული ღონისძიება გერმანიაში საქართველოს ელჩმა ლადო ჭანტურიამ გახსნა. დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა აგრეთვე გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს სამხრეთ კავკასიის...
შინაგან საქმეთა სამინისტროს სამცხე-ჯავახეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს ადიგენის, ასპინძის და ბორჯომის რაიონული სამმართველოების თანამშრომლებმა, ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე ჩატარებული სამძებრო-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 6 პირი: 1988 წელს დაბადებული სიმონ ბ, 1990 წელს დაბადებული ბექა ფ, 1981 წელს ...
2008 წლის აგვისტოს ომში დამნაშავეთა იდენტიფიცირება და მათი პასუხისგებაში მიცემა უნდა მოხდეს - ამის შესახებ სახალხო დამცველის განცხადებაშია ნათქამი. ომბუდსმენის განცხადებში აღნიშნულია ასევე, რომ დღემდე გამოუძიებელია შეიარაღებული მოქმედებების შედეგად ადამიანის უფლებათა დარღვევის ფაქტები. „კონკრეტ...
7 წელი გავიდა და შეუძლებელია, ასეთ მნიშვნელოვან საქმეებზე გადაწყვეტილების მისაღებად ჰააგას ამდენი დრო სჭირდებოდეს, - ამის შესახებ საქართველოს თავდაცვის მინისტრმა რუსეთ-საქართველოს ომის გამოძიების და ამ პროცესში ჰააგის სასამართლოს ჩართვის საკითხთან დაკავშირებით განაცხადა. თინა ხიდაშელმა ჟურნალისტებთან ასევე გ...
9 აგვისტოს, 13:00 საათზე, წმინდა სამების საკათედრო ტაძრის ეზოდან „მოსიარულე ბიბლიოთეკა“ რაჭის მიმართულებით გაემგზავრა. მსახურების დასრულების შემდეგ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია II-ემ დალოცა პროექტის დაწყება და გადასცა წიგნებს მოსიარულე ბიბლიოთეკას. „წიგნი ყველა სოფელს“ ...
ავიაკატასტროფა მოსკოვთან. ქალაქიდან რამდენიმე კილომეტრის დაშორებით ვეტმფრენი ჰიდროპლანს შეეჯახა. ინციდენტს 3 ადამიანი ემსხვერპლა. დაღუპულთაგან ორი ბავშვია. კატასტროფის გამომწვევი მიზეზი დგინდება.
იაპონიაში ქყვეყნის ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე ტრაგიკულ თარიღს იხსენებენ. ზუსტად 70 წლის წინ ნაგასაკი მეორე ქალაქი გახდა, რომელშიც ამერიკელებმა ატომური ბომბი ჩააგდეს. ხიროსიმას შემდეგ ისინი ქალაქ კოკურას დაბომბვას აპირებდნენ, თუმცა ღრუბლიანობისა და ცუდი მხედველობის გამო მათ სამიზნედ ნაგასაკი იქცა. აფე...
სტრატეგიული მნიშვნელობის გზამ, რომელიც ჩინეთიდან ევროპაში რუსეთის გავლით გადის, შესაძლოა ილიჩევსკის პორტზე გაიაროს. ამის შესახებ ოდესის გუბერნატორმა მიხეილ სააკაშვილმა უკრაინული მეხუთე არხისთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.“ჩვენ გვსურს, ტვირთები, რომლებიც ჩინეთიდან ევროპაში რუსეთის გავლით შედის, ილიჩევსკში ...
აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ არჩილ ხაბაძემ ბათუმში ვიზიტით მყოფ ირლანდიის დელეგაციის წარმომადგენლებთან ერთად 2008 წლის აგვისტოს ომში დაღუპულთა მემორიალი ყვავილებით შეამკო. სტუმრებმა ამ ფორმით გმირთა ხსოვნას პატივი მიაგეს. სკვერში მთავრობის თავმჯდომარესთან და დელეგაციის წევრებთან ერთად რეგიონის ხელისუფლ...
საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია ვიცესპიკერის, გუბაზ სანიკიძის ხელმძღვანელობით, სამუშაო ვიზიტით ირანის ისლამურ რესპუბლიკაში იმყოფება. ვიზიტის პირველ დღეს შეხვედრა ირანის ისლამური რესპუბლიკის მეჯლისის საქართველოსთან მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელთან, დოქტორ ჰოსეინ მოაედინ სადრისთ...