დრამატული ინციდენტი კალიფორნიაში. შეიარაღებული ახალგაზრდა პოლიციის ოფიცრის ბრძანებას არ დაემორჩილა და მანქანა არ გააჩერა, რის შემდეგაც მას პოლიციის მანქანები დაედევნა. ახალგაზრდამ მათ ცეცხლი გაუხსნა. დევნა დაახლოებით ნახევარ საათს გრძელდებოდა. საბოლოოდ მანქანას გზა პოლიციის დაჯავშნულმა ჯიპებმა გადაუკეტ...
"პატრიოტთა ალიანსი" თავდაცვისა და გარემოს დაცვის მინისტრების გადაყენებას მოითხოვს,- ამის შესახებ განცხადება პარტიის ლიდერმა ირმა ინაშვილმა რუსთაველის ძეგლთან მიმდინარე აქციაზე გაკეთა, სადაც შუალედური არჩევნების შედეგებს აპროტესტებენ. მისი თქმით, უნდა დაისაჯოს ყველა ის პირი, ვინც არჩევნების გაყალბებაში უშუალოდ მო...
ტეხასში სახელმწიფო მოსამართლეზე თავდასხმაში ეჭვმიტანილს ეძებენ. ქალაქ ოსტინში სამართალდამცავები საგანგებო რეჟიმში მუშაობენ. 51 წლის ჯული კოკურეკს საკუთარ სახლთან ესროლეს. მისი მდგომარეობა ამჟამად კრიტიკულია. ჯერჯერობით უცნობია, უკავშირდება თუ არა თავდასხმა მოსამართლის პროფესიულ საქმიანობას.
ხორვატია პარლამენტს ირჩევს. დილის 7 საათიდან ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე 6500 საარჩევნო უბანი გაიხსნა. წინასაარჩევნო გამოკითხვებით, პოლიტიკური სუბიექტებიდან მცირედი უპირატესობა ქრისტიან-დემოკრატიულ კავშირს აქვს, რომელსაც გამარჯვების შემთხვევაში რთულ ეკონომიკურ ვითარებასა და მიგრანტთა კრიზისთან მოუწევს გამკლავება. პირველად შედეგებს ცენტრალური...
ადვოკატთა ასოციაციის ხელმძღვანელი ზაზა ხატიაშვილი აცხადებს, რომ ხელისუფლებას ადვოკატის ცემის ფაქტზე, დამნაშავე პირების გამოვლენისთვის 48 საათს აძლევს. მისი თქმით, წინააღმდეგ შემთხვევაში, ყველა ევროპელი კოლეგა მზად არის საქართველოს საელჩოებთან დაიწყოს პიკეტირება. "ვიღაც ხორცმეტებმა გადაწყვიტეს ერთ-ერთი ...
თბილისის პროკურატურამ, ადვოკატ გიორგი მდინარაძის ცემის ფაქტზე, გამოძიება დაიწყო. პროკურატურის პრესსამსახურის ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მე-3 ნაწილით მიმდინარეობს, რაც სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებას გულისხმობს. ,,ამ ეტაპზე მიმდინარეობს ინტენსიური საგამოძიებო მოქმედებები" - აცხადებენ პ...
დონეცკის „შახტარის“ მეკარე გულშემატკივარს ფიზიკურად გაუსწორდა. „შახტარმა“ სტუმრად „ოლექსანდრიას“ 3:2 სძლია. მატჩის დასასრულს მოედანზე გულშემატკივარი შეიჭრა, რომელმაც ანტონ კანიბოლოცკის მხარზე ხელი დაარტყა და შეურაცხმყოფელი ჟესტები აჩვენა. მეკარემ ქ...
"მშვიდად, ერთიანად, შენებით, წისვლით, "რუსთავი 2"-საც დავიცავთ, ქვეყანასაც დავიცავთ, არჩევნებსაც მოვიგებთ“, - ამის შესახებ საპატრლამენტო უმცირესობის ლიდერმა დავით ბაქრაძემ რუსთავი 2-ის შენობასთან მიმდინარე აქცია-კონცერტზე განაცხადა. მისი თქმით, მალე არავის გაუჩნდება კითხვა, თუ საით მიდის ქვეყანა. "მშვიდად, ერთ...
საგურამოში ახალმა ტურისტულმა ობიექტმა დაიწყო ფუნქციონირება -საქართველოს პრემიერ-მინისტრმა თადეოს გურამიშვილის რესტავრირებულ-აღდგენილი მარანი გახსნა. პროექტი მცხეთის რაიონში, საგურამოში კომპანია „კახური ტრადიციული მეღვინეობმა“ განახორციელა. ტურისტებს საშუალება ექნებათ იხილონ საქართველოს კულტურ...
"ჩვენი ვალია, ვიცხოვროთ ისე, როგორც ილია ჭავჭავაძეს მოეწონებოდა,"- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა საგურამოში განაცხადა. მთავრობის მეთაური, მეუღლესთან ერთად, ილია ჭავჭავაძის დაბადებიდან 178 წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებებს დაესწრო და საზოგადოებას დღევანდელი დღე მი...
დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს საელჩოში ხსოვნის დღე აღინიშნა. დიდი ბრიტანეთის ელჩმა ალექსანდრა ჰოლ ჰოლმა და თავდაცვის ატაშემ, ვიცე-პოლკოვნიკმა ნიკ უილკესმა საელჩოში საქართველოს თავდაცვის მინისტრის პირველ მოადგილეს დავით ებრალიძეს, გენერალური შტაბის უფროსის მოადგილეს, პოლკოვნიკ ომა...
თავდაცვის სამინისტრო მორიგ ახალ პროექტს იწყებს. „ცოცხალი წიგნები ჯარში“ - ასე ჰქვია კულტურულ პროგრამას, რომელიც ჯარისკაცებისა და მწერლების აქტიურ შეხვედრებს ითვალისწინებს. უწყების ინფორმაციით, პროექტის ფარგლებში გიორგი ანწუხელიძის სახელობის სერჟანტთა მომზადების ცენტრში საქართველოს თავდაცვისა დ...
თუ ბრიუსელი ლონდონის მოთხოვნებს არ გაითვალისწინებს, ბრიტანეთმა შესაძლოა ევროკავშირის წევრობის საკითხს გადახედოს. ამის შესახებ გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრი ღია წერილში წერს, რომელიც მან ევროსაბჭოს პრეზიდენტს გაუგზავნა. დონალდ ტუსკისადმი მიწერილ წერილში დევიდ ქემერონი იმედს გამოთქვამს, რომ ქვეყანას ერ...
ჩინეთისა და ტაივანის ლიდერები 66 წლის შემდეგ ერთმანეთს პირველად შეხვდნენ. ისტორიული შეხვედრა ხუთვარსკვლავიან სასტუმროში გაიმართა. ტაივანის პრეზიდენტმა მა ინძიუმ და ჩინეთის ლიდერმა სი ძინპინმა ერთმანეთს ხელიც ჩამოართვეს, რის შემდეგაც შეხვედრა დახურულ კარს მირმა გაგრძელდა. ჩინეთი ტაივანს დღემდე თავის მეამბოხე პროვინციად განიხ...
მასშტაბური სარკინიგზო კატასტროფა ვისკონსინში. ქალაქ ალმასტან რელსებიდან სატვირთო მატარებელი გადავიდა, რის შედეგადაც 30-მდე ვაგონი გადაბრუნდა. ინფორმაცია მსხვერპლის შესახებ ჯერჯერობით არ გავრცელებულა. კატასტროფის ადგილას გაწმენდითი სამუსაოები მიმდინარეობს.