ჩინეთისა და ტაივანის ლიდერები 66 წლის შემდეგ ერთმანეთს პირველად შეხვდნენ. ისტორიული შეხვედრა ხუთვარსკვლავიან სასტუმროში გაიმართა. ტაივანის პრეზიდენტმა მა ინძიუმ და ჩინეთის ლიდერმა სი ძინპინმა ერთმანეთს ხელიც ჩამოართვეს, რის შემდეგაც შეხვედრა დახურულ კარს მირმა გაგრძელდა. ჩინეთი ტაივანს დღემდე თავის მეამბოხე პროვინციად განიხილავს, თუმცა ოლქის ძალისმიერი გზით დაბრუნების შესაძლებლობას გამორიცხავს.