საქართველოს პრეზიდენტი აცხადებს, რომ მომავალი არჩევნებისთვის მთავარია ხალხს ისევ ცუდსა და უარესს შორის არ ჰქონდეს არჩევანი. გიორგი მარგველაშვილმა ტელეკომპანია "გურჯაანის" ეთერში საუბრისას ასევე განაცხადა, რომ საარჩევნო სისტემა უნდა გადავიდეს უფრო გაშლილ სივრცეში. ,,აქ არ არის ლაპარაკი ხელისუფლების ცვლილებაზ...
ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა ყალბი საგადასახადო დოკუმენტების დამზადებისა და გამოყენების ფაქტზე სამცხე-ჯავახეთის რეგიონში 7 მოქალაქე დააკავა. "საქმეზე ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებს ხე-ტყის ტრანსპორტირებისათვის საჭირო სასაქონლო ზედნადებში, სისტემატურად შეჰქონდათ ყალბი მონაც...
შსს-ს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ძველი თბილისის სამმართველოს მეშვიდე განყოფილების თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1992 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი გარიკ ბ. ქურდობის ბრალდებით დააკავეს. გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებული თბილისში, კოტე აფხაზის ქუჩაზე, თეიმურ...
მექსიკის პოლიციამ ცნობილი ნარკობარონის, ელ ჩაპოს, იგივე ხოაკინ არჩივალდო გუსმან ლოერას დაკავების კადრები გაავრცელა. გუსმანი სპეცოპერაციის შედეგად 8 იანვარს აიყვანეს. ციხიდან გაქცეული ნარკობარონი წელიწადნახევრის განმავლობაში მალვაში იმყოფებოდა. ამჟამად ის ალტიპლანოს ციხეშია გადაყვანილი.
ნავთობის ფასი ისევ დაეცა. დღეს დილით ლონდონის ბირჟაზე ICE მარკის საწვავის ღირებულებამ ბარელზე 31,93 დოლარი შეადგინა, ნიუ იორკის სასაქონლო ბირჟაზე კი WTI მარკის ნავთობის ღირებულება 31,75 დოლარამდე დაეცა, რაც ბოლო 13 წლის მინიმუმად შეიძლება ჩაითვალოს. ბირჟის ანალიტიკოსები ნავთობის გაუფასურებას ...
მოსკოვი კიევს ენერგომომარაგებას უწყვეტს. ამის შესახებ გაზეთი კომერსანტი იტყობინება. გავრცელებული ინფორმაციით, რუსული მხარე უკრაინას ელექტრომომარაგების კონტრაქტს იმ მიზეზით აღარ გაუგრძელებს, რომ კიევი ანექსირებული ყირიმისთვის ენერგიის შეძენას არ აპირებს. ცნობილი ხდება ისიც, რომ უკრაინა რუსული გაზის არ...
გერმანიაში მიგრანტთა წინააღმდეგ საპროტესტო აქციები იმართება. ამჯერად მოძრაობა პეგიდამ მორიგი ანტიისლამისტური აქცია ლაიპციგში მოაწყო. მასობრივი უკმაყოფილების მიზეზი ქალაქ კიოლნში ახალი წლის ღამეს ქალებზე მომხდარი თავდასხმები გახდა, რომელშიც მიგრანტები მონაწილეობდნენ. პეგიდას მიერ ორგანიზებულ აქციაზე 2 ...
მსოფლიოში ყველაზე პრესტიჟული საფეხბურთო ჯილდოს, ოქროს ბურთის მფლობელი არგენტინის ეროვნული ნაკრებისა და კატალონიური ბარსელონას ლიდერი ლიონელ მესი გახდა. მის მთავარ კონკურენტებად პორტუგალიის ეროვნული ნაკრებისა და მადრიდის რეალის ფორვარდი კრიშტიანუ რონალდუ და ბრაზილიელი ნეიმარი სახელდებოდნენ, თუმცა საუკეთესოდ მესი აღი...
ანტიტერორისტულ ოპერაციაში აქტიურად ჩაერთო ბრიტანეთიც. სამეფო ავიაციამ ისლამური სახელმწიფოს პოზიციები ბოლო 24 საათის განმავლობაში 4-ჯერ დაბომბა. საჰაერო დარტყმები ბრიმსტოუნის ტიპის მართვადი რაკეტებით განხორციელდა. შედეგად რაკასა და სირიის აღმოსავლეთ რაიონებში ისლამისტთა რამდენიმე სტრატეგიული მნიშვნელობის ობიექტი, მ...
ამერიკელებმა ისლამისტთა ფინანსური ცენტრი დაბომბეს. წერტილოვანი დარტყმები ქალაქ მოსულზე განხორციელდა, სადაც ისლამური სახელმწიფო დიდი რაოდენობით ნაღდ ფულს ინახავდა. ცოტა ხნის წინ შენობის დაბომბვის ფაქტი ამერიკის შეიარაღებული ძალების სამეთაურო შტაბმაც დაადასტურა. სპეცოპერაციის სხვა დეტალები ამ დრომდე უცნობია....
მედეა ვასაძის პირად მძღოლს ქოლგის მოპარვაში ადანაშაულებენ. დეპუტატის მტკიცებით, გიორგი კვაჭაძემ ნივთი ქუჩაში უცხო პირისგან შეიძინა. ვასაძე ირწმუნება, რომ სამართალდამცველები მძღოლს ქურდობის საკუთარ თავზე აღებას სთხოვენ. დეპუტატი მომხდარ ფაქტს მის პოლიტიკურ აქტიურობას უკავშირებს.
უფუნქციოდ დარჩენილი საფინანსო ზედამხედველობის სამსახური პარლამენტის თავმჯდომარის პასუხს ელის. ირაკლი კოვზანაძე სამუშაო პირობებს და სადავო კანონის შესრულებაზე მონიტორინგს ითხოვს. შესაბამისი წერილობით მოთხოვნით სააგენტომ პარლამენტს მიმართა. ეროვნული ბანკიდან გამოყოფილ სააგენტოს არც სამუშაო ოფისი აქვს და თანამ...
ზუგდიდის რესპუბლიკური საავადმყოფოს ყოფილ შენობაში შესახლებული დევნილები შიმშილობენ. ისინი სოციალური დახმარების აღდგენას ითხოვენ, რომელიც, მათივე თქმით, 7 იანვარს რამდენიმე თვით შეუჩერეს. აქციის მონაწილეებს ლტოლვილთა სამინისტროს სრული შემადგენლობით გადადგომაც სურთ. ისინი შიმშილობის შეწყვეტას მოთხოვნების დაკმ...
ერაყში ტერაქტების შედეგად დაღუპულთა რაოდენობა იზრდება. ბოლო მონაცემებით, 11 იანვარს ბაღდადში განხორციელებულ ტერორისტულ აქტებს 48 ადამიანი ემსხვერპლა. შეიარაღებულმა მებრძოლებმა ბაღდადში ერთ-ერთი მსხვილი სავაჭრო ცენტრი დაიკავეს, მძევლები აიყვანეს და შენობის წინ დანაღმული მანქანა ააფეთქეს. მასშტაბური ტერორისტული აქტები განხ...
საბერძნეთში ორ ქართველს, ამირან ხურციძესა და ლაშა არსენიძეს ეძებენ. მათ ყაჩაღობაში ადანაშაულებენ. ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს და დაჯგუფების 12 წევრის სურათებსაც აქვეყნებს. წინასწარი გამოძიებით, დაჯგუფებამ, რომლის წევრებიც ქართველები იყვნენ, საბერძნეთში 200-ზე მეტი სახლი გაძარცვა. ზარალი 10 მილიონ ევროს აღემატება....