მსოფლიო პირველი ჩოგანი ანგელიკ კერბერი სიდნეის ტურნირის მეორე წრეში დამარცხდა. გერმანელმა რუს დარია კასატკინასტან წააგო, რომელიც WTA-ს რეიტინგში 26-ე პოზიციაზე იყო. შეხვედრა 19 წლის რუსმა ჩოგბურთელმა 7:6 (7:5), 6:2 მოიგო. მატჩი 1 საათსა და 32 წუთს გაგრძელდა.
პაკისტანმა ფრთოსანი რაკეტა ბაბურ-3 გამოსცადა. რაკეტა, რომლის მოქმედების რადიუსიც 450 კილომეტრს შეადგენს, ქყალქვეშა ნავიდან გაუშვეს და მან სამიზნის განადგურება წარმატებით შეძლო. ოფიციალური ისლამაბადის მტკიცებით, ექსპერიმენტი თავდაცვით ხასიათს ატარებს და მიზნად ინდოეთისგან მომდინარე საფრთხეებზე ადეკვატუ...
ფიფამ 2016 წლის საუკეთესო მწვრთნელი დაასახელა. დაჯილდოვების ტრადიციული ცერემონია ციურიხში გაიმართა. გასული წლის პირველი მწვრთნელი კლაუდიო რანიერი გახდა. იტალიელმა სპეციალისტმა ლესტერ სიტი აუტსაიდერობიდან პრემიერ-ლიგის ლიდერობამდე მიიყვანა.
პორტუგალიის ეროვნული ნაკრებისა და მადრიდის რეალის ფორვარდი კრიშტიანო რონალდო ფიფამ 2016 წლის საუკეთესო ფეხბურთელად აღიარა. ოქროს ბურთით დაჯილდოების ცერემონია ტრადიციულად ციურიხში გაიმართა. რონალდუმ ტიტული მეხუთედ მოიპოვა და ამ მაჩვენებლით კონკურენტ ლიონელ მესის დაეწია.
რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის ხელმძღვანელი ალექსანდრ ბასტრიკინი ე.წ. „მაგნიტსკის სიაში“ შეიყვანეს. ამის შესახებ აშშ ფინანსთა სამინისტრო იტყობინება. ბასტრიკინთან ერთად სანქციები გავრცელდება სახელმწიფო დუმის სპიკერ ანდრეი ლუგავოიზე, ბიზნესმენ დიმიტრი კოვტუნსა და გამომძიებელ სტანისლავ გორდიევსკიზე. ე.წ....
მეხიკოში ხალხმრავალი აქცია გაიმართა. ქალაქის ქუჩებში გამოსულმა ათასობით ადამიანმა საწვავის გაძვირება გააპროტესტა. მთავრობის გადაწყვეტილებით, ბენზინისა და დიზელის ფასი 1 იანვრიდან 20 პროცენტით გაიზარდა. ხელისუფლება საწვავის გაძვირებას ეროვნული ვალუტის ინფლაციით ხსნის, ოპოზიცია კი მის გადადგომას მოითხოვს. ...
შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის მარტვილის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, 1984 წელს დაბადებული ზ.ს. ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ბრალდებით დააკავეს. სამართალდამცველებმა, ბრალდებულის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას, „აკს“-ის მოდელის ავტ...
რამდენიმე დღეში ეს ჯგუფი, რომელიც დღეს არის პარტიის მმართველობაში, დატოვებს „ნაციონალურ მოძრაობას“, - განაცხადა ენმ-ის წევრმა ნიკა მელიამ „იმედის“ ეთერში საუბრისას. მისი თქმით, დაპირისპირებულმა ჯგუფმა ეს გადაწყვეტილება ჯერ კიდევ მაშინ მიიღო, როდესაც გადაწყდა, რომ პარტია ყრილობას 700...
ავიაკომპანია ბრიტიშ ეარვეისის ბორტგამცილებლები ისევ გაიფიცნენ. პროფკავშირების მიერ ორგანიზებულ აქციაში მონაწილეობას 2 ათასზე მეტი ადამიანი იღებს. ისინი ხელფასების გაზრდას მოითხოვენ. კომპანიამ ბორტგამცილებლებს ანზაღაურების 2 პროცენტით გაზრდა უკვე შესთავაზა, რაზეც ისინი არ თანხმდებიან.
აშშ არჩეულმა პრეზიდენტმა ერთ-ერთ უფროს მრჩევლად საკუთარი სიძე ჯერედ კუშნერი აირჩია. 35 წლის კუშნერი ტრამპის საარჩევნო კამპანიაში აქტიურად იყო ჩართული. მომავალ ადმინისტრაციაში ის საგარეო და საშინაო საკითხებით დაკავდება. დღემდე მას სახელმწიფო მმართველობის გამოცდილება არ ჰქონია. ის ნიუ იორკში უძრავი ქონების ბიზნესი...
ვანის რაიონის სოფელ ყუმურში, ძმამ ძმა ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე სანადირო თოფით, მშობლების თვალწინ მოკლა. შსს-ს ინფორმაციით, გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულმა ვანის რაიონის სოფელ ყუმურში, ურთიერთშელაპარაკებისას, სანადირო თოფიდან გასროლით სასიკვდილო ჭრილობები მიაყენა თავის ძმას, 1992 წელს...
ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე დღეს მინკსში, სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, კომპანია "გაზპრომ-ექსპორტის” ხელმძღვანელობას შეხვდება. კომპანია "გაზპრომ-ექსპორტთან" მორიგი სამუშაო შეხვედრა რუსეთიდან სომხეთის მიმართულებით ბუნებრივი აირის ტრანზიტის საკითხთან დაკავშირებით შედგება. სომხეთში გაზის ტრანზიტის სანაცვლოდ, საქართ...
ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის გენერალურ დირექტორ ნიკა გვარამიაზე განხორციელებული თავდასხმის ფაქტზე დაკავებულ რატი გაჩეჩილაძეს აღკვეთის ღონისძიების სახით 5000 ლარიანი გირაო შეეფარდა. გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოs მოსამართლემ გამოაცხადა. პროკურატურა დაკავებულისთვის აღკვეთის ღონ...
მასობრივი არეულობები ანკარაში. პოლიციამ პარლამენტის წინ შეკრებილი ასობით დემონსტრანტი ძალის გამოყენებით დაშალა. აქციის მონაწილეები საკონსტიტუციო ცვლილებებს უცხადებდნენ პროტესტს, რომლითაც პრეზიდენტ ერდოღანს უფლებამოსილება გაეზრდება. ოპოზიცია ერდოღანს ფაშისტურ ქმედებებსა და ხელისუფლების უზურპაციაში ადანაშაულ...
მსოფლიოს 80 ქვეყნის, მათ შორის, ამერიკისა და ევროკავშირის მოქალაქეებს ბელარუსში 5 დღით უვიზოდ შესვლა შეეძლებათ. შესაბამისი განკარგულება პრეზიდენტმა ლუკაშენკომ გამოსცა და ძალაში გამოქვეყნებისთანავე შევა. ამ უფლებით სარგებლობა უცხოეთის იმ მოქალაქეებს შეეძლებათ, რომლებიც ბელარუსში მინსკის აეროპორტის გავლით შევლენ. ...