ყატართან დიპლომატიური ურთიერთობა კიდევ ერთმა ქვეყანამ გაწყვიტა. ამჯერად დოჰადან ელჩი სენეგალმა გაიწვია. არაბულმა ქვეყნებმა ყატარი ტერორიზმის მხარდაჭერაში 5 მაისს დაადანაშაულეს. 2 დღის განმავლობაში დოჰასთან დიპლომატიური ურთიერთობა 10-მა ქვეყანამ შეაჩერა.
გერმანიის მთავრობამ ინჯირლიკის სამხედრო ბაზიდან კონტინგენტის გაყვანას მხარი დაუჭირა. შესაბამისი გადაწყვეტილება მინისტრთა კაბინეტმა დღევანდელ სხდომაზე მიიღო. პირველ ეტაპზე თურქულ ავიაბაზას 20-მდე სამხედრო მოსამსახურე დატოვებს. მომავალი 2-3 თვის განმავლობაში კი დარჩენილი კონტინგენტისა და მოიერიშე თვითმფრინავე...
აჭარის საპატრულო პოლიციის უფროსად ლევან მაისურაძე დაინიშნა. შსს-ს საზოგადოებასთან ურთიერთობის ინფორმაციით, მაისურაძე ამ დრომდე ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტში მუშაობდა. აღსანიშნავია, რომ აჭარის საპატრულოს ყოფილი უფროსი კახა ბუხრაძე ქვემო ქართლის სამმართველოს უფროსად დაინიშნა. როგორ შსს-ში განმარტავენ, საქართველოს მასშტ...
გამოძიების ფედერალური ბიუროს დირექტორობის კანდიდატად დონალდ ტრამპმა კრისტოფერ რეი დაასახელა. თეთრი სახლის ლიდერმა FBI-ის მომავალ დირექტორს არაჩვეულებრივი რეპუტაციის ადამიანი უწოდა. რეი 2003-2005 წლებში გენერალური პროკურორის თანაშემწედ მუშაობდა. ამჟამად ის იურიდიული კომპანია King & Spadling-ში მუშაობს....
მიანმარში გაუჩინარებული სამხედრო თვითმფრინავის ფრაგმენტები ზღვაში იპოვეს. ამის შესახებ ადგილობრივე მედია იტყობინება. რადარებიდან სამხედრო თვითმფრინავი რამდენიმე საათის წინ გაქრა. ლაინერის ბორტზე 116 ადამიანი იმყოფებოდა. ტრაგედიის ადგილას სამაშველო სამუსაოები დაიწყო.
ვეჭვობ, რომ დემოკრატიის უპრეცედენტოდ მაღალმა ხარისხმა გარკვეული მოხელეები დააბნია, - ასე გამოეხმაურა "ქართული ოცნების" წევრი, მამუკა მდინარაძე საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნის, დავით რაქვიაშვილის მიერ დღეს გაკეთებულ განცხადებებს. ”ბატონ რაქვიაშვილს შევახსენებდი თავის სტ...
პარიზის შეთანხმება საქართველოსთვის დღეს ძალაში შევიდა, - ამის შესახებ ინფორმაციას გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრო ავრცელებს. სამინისტროს განცხადებით, პარიზის შეთანხმება უმნიშვნელოვანესი მოვლენაა, რადგან მან კლიმატის ცვლილებასთან ბრძოლის პროცესში გარდატეხა მოახდინა. „2017 წელს ჩვენი ქვ...
საქართველოში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, უკრაინის თავდაცვის მინისტრი, არმიის გენერალი სტეფან პოლტორაკი გმირთა მოედანზე იმყოფებოდა. მან საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლაში დაღუპული ქართველი გმირების ხსოვნას წუთიერი დუმილით პატივი მიაგო და მემორიალი გვირგვინით შეამკო. გმირთა მოედანზე უკრაინის ...
საფრანგეთის ქალაქ სტრასბურგში, ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა და კანონის უზენაესობის გენერალური დირექტორატის ორგანიზებით გაიმართა სამუშაო შეხვედრა, რომელშიც დარგში მომუშავე მაღალი დონის ექსპერტებთან ერთად პრევენციის ეროვნული მექანიზმების წარმომადგენლებიც მონაწილეობდნენ. შეხვედრის მიზანს წარმოადგენდა მიგრა...
საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა საქართველოში ორდღიანი ოფიციალური ვიზიტით მყოფიუკრაინის თავდაცვის მინისტრი სტეფან პოლტორაკი სასახლეში მიიღო. მხარეებმა საქართველოსა და უკრაინას შორის თავდაცვის სფეროში ორმხრივი თანამშრომლობის საკითხებზე დასამომავლო ურთიერთობების პერსპექტივებზე იმსჯელეს. საქართველოს...
სსსტც „დელტას“ სეტყვის საწინააღმდეგო სისტემამ 6-7 ივნისს კახეთის რეგიონში სამხრეთ-დასავლეთის მიმართულებიდან შემოსული ფრონტალური ღრუბლის მასები წარმატებით დაამუშავა, რისთვისაც სისტემამ 80 ერთეულამდე რაკეტა გაისროლა. ღრუბლის მასებმა რეგიონში შემოსვლა საღამოს 20:30 საათიდან დაიწყო, სარაკეტო...
პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე ვანო ზარდიაშვილი სასამართლო სისტემაში ჩარევას უარყოფს და აცხადებს, რომ სამოქალაქო სექტორის განცხადებები მხოლოდ ცილისწამებაა. ზარდიაშვილის თქმით, მას უხარია, რომ ეკა გიგაურს სასამართლო სისტემა არ მოსწონს, რადგან როგორც მმართველი გუნდის დეპ...
8 ივნისს, 11 საათზე, წყალტუბოში, სასტუმრო „წყალტუბო პლაზაში“ გაიმართება პრესკონფერენცია დავით აღმაშენებლის სახელობის ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში ავიაკოპანია SCAT Airlines-ის მიერ პირველი პირდაპირი რეისის აქტაუ-ქუთაისი-აქტაუს გახსნასთან დაკავშირებით. რეისები შესრულდება კვირა...
7 ივნისის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გამყარდა და 2.4088 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.4086 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.02 თეთრი შეადგინა. გაუფასურდა ევრო, რომლის კურსი 2.7022 ლარია. მაშინ როცა დღეს მოქმედი კურსი 2.7092 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს...
თეირანში დღეს დილით განხორციელებულ ტერორისტულ თავდასხმებს ირანის პარლამენტის სპიკერი გამოეხმაურა. ალი ლარიჯანიმ მომხდარს „მცირე ინციდენტი“ უწოდა. „ირანი აქტიური და ეფექტური ცენტრია ტერორიზმთან ბრძოლის და შესაბამისად, ტერორისტებს ჩვენი ანტიტერორისტული საქმიანობის შეფერხება სურთ. ირანის ძალოვ...