სსსტც „დელტას“ სეტყვის საწინააღმდეგო სისტემამ 6-7 ივნისს კახეთის რეგიონში სამხრეთ-დასავლეთის მიმართულებიდან შემოსული ფრონტალური ღრუბლის მასები წარმატებით დაამუშავა, რისთვისაც სისტემამ 80 ერთეულამდე რაკეტა გაისროლა.
ღრუბლის მასებმა რეგიონში შემოსვლა საღამოს 20:30 საათიდან დაიწყო,
სარაკეტო დამუშავება საგარეჯოს, ახმეტის, გურჯაანის და თელავის რაიონებში 21:22 საათიდან 7 ივნისის 00:10 საათამდე რამდენიმე ეტაპად განხორციელდა. I, II და III კატეგორიის ღრუბლებში მოსალოდნელი სეტყვის მარცვლების ზომამ 25 მმ-ს, სეტყვის მოსვლის ალბათობამ კი 80 % მიაღწია.
საჰაერო სივრცეში საფრენი აპარატების არსებობის გამო, სეტყვის საწინააღმდეგო სისტემამ მნიშვნელოვანი შეზღუდვების პირობებში იმუშავა, თუმცა ჩატარებული ზემოქმედების შედეგად ზემოაღნიშნულ რაიონებში ნალექის უდიდესი ნაწილი წვიმის სახით ჩამოიცალა.