აჭარის საპატრულო პოლიციის უფროსად ლევან მაისურაძე დაინიშნა.
შსს-ს საზოგადოებასთან ურთიერთობის ინფორმაციით, მაისურაძე ამ დრომდე ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტში მუშაობდა.
აღსანიშნავია, რომ აჭარის საპატრულოს ყოფილი უფროსი კახა ბუხრაძე ქვემო ქართლის სამმართველოს უფროსად დაინიშნა.
როგორ შსს-ში განმარტავენ, საქართველოს მასშტაბით, საპატრულო პოლიციაში როტაცია და საკადრო გადაადგილებები მიმდინარეობს.