მორიგი თავდასხმა ისრაელში. იორდანეს დასავლეთ სანაპიროზე დანით შეიარაღებული პალესტინელი ებრაელ სამხედროებზე თავდასხმას შეეცადა. თავდამსხმელი ადგილზე იქნა ლიკვიდირებული. მისი ვინაობა დგინდება. მსგავს ინციდენტებს ბოლო ერთი წლის განმავლობაში ისრაელში 35 ებრაელი სამხედრო და ორი ამერიკელი ტურისტი ემსხვერპლა....
სოფელ ჯიხაშკარში უცხოელი დამკვირვებლისთვის ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენების ფაქტზე პოლიციამ გუშინ კიდევ ერთი პირი დააკავა. ამის შესახებ ჟურნალისტებს შს მინისტრის მოადგილემ, შალვა ხუციშვილმა განუცხადა. როგორც ხუციშვილმა აღნიშნა, დაკავებულის მიმართ ჯერ სხვა საპროცესო ღონისძიებები არ განხორციელებუ...
ვენესუელის პრეზიდენტი ოპოზიციის ულტიმატუმს არ იღებს. ამის შესახებ სააგენტო ფრანს-პრესი იტყობინება. გავრცელებული ინფორმაციით, ოპოზიცია მადუროსგან ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნების დანიშვნას 11 ნოემბრამდე ითხოვს, წინააღმდეგ შემთხვევაში მოლაპარაკების ჩაშლით იმუქრება. პასუხად მადურო აცხადებს, რომ ულტიმატუმის...
დონალდ ტრამპი პირობას დებს, რომ პრეზიდენტად არჩევის შემთხვევაში სხვა სახელმწიფოების საქმეებში არ ჩაერევა. ამის შესახებ მან ჩრდილოეთ კაროლინელ ამომრჩევლებთან შეხვედრისას განაცხადა. პრეზიდენტობის რესპუბლიკელი კანდიდატის თქმით, შეერთებულმა შტატებმა სამხედრო ძალა სხვა ქვეყნებში მხოლოდ იმ შემთხვევაში უნ...
ალეპოში ჰუმანიტარული პაუზის რეჟიმი ამოქმედდა. დილის 9-დან საღამოს 7 საათამდე სირიის სახელისუფლო ძალები ე.წ. ჰუმანიტარული დერეფნების მიმდებარე ტერიტორიას დატოვებენ, რუსული ავიაცია კი ალეპოზე საჰაერო იერიშებს შეწყვეტს. ალყაში მოქცეული ქალაქის დატოვების საშუალება ადგილობრივ მცხოვრებლებს 10 საათის განმავლობაში მიეცემათ, თუ...
ენმ-ის წევრი აკაკი მინაშვილი თბილისის ყოფილი მერის გიგი უგულავას წერილს ეხმაურება. უგულავა მიიჩნევს, რომ პარტიამ ახალი თავმჯდომარე უნდა აირჩიოს, რაც ღალატი არ არის. ,,არ ვეთანხმები მოსაზრებას, რომ ნაციონალური მოძრაობის პარტიის თამჯდომარის პოზიციაზე, რომელიც ჩვენ მიხეილ სააკაშვილის როლის და ჩართულობის...
აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს ოფიციალურ პორტალზე www.adjara.gov.ge საპრივატიზაციო ობიექტების პირველი ელექტრონულ მონაცემთა ბაზა განთავსდა. ახალი გვერდი ინვესტორებს საშუალებას მისცემს გაიგონ ინფორმაცია აჭარის ტერიტორიაზე არსებული გასაყიდი ობიექტების მდებარეობის, მიწის/შენობის ფართობისა და მათი ნორმატი...
ენმ-ის წევრი დავით საყვარელიძე თბილისის ყოფილი მერის გიგი უგულავას წერილს ეხმიანება. უგულავა მიიჩნევს, რომ პარტიამ ახალი თავმჯდომარე უნდა აირჩიოს, რაც ღალატი არ არის. ,,ზოგიერთ ჩემს ძალიან ძვირფას მეგობარს და ადამიანს ან საკმარისი ინფორმაცია არ აქვს და ან გამოცდილება არ ყოფნის, მიხვდეს, რომ ამ ვითარებაში, ...
მორიგი ტერორისტული აქტი თურქეთში. ძლიერი აფეთქების ხმა გამთენიისას ეთნიკური ქურთებით დასახლებულ დიარბაქირში გაისმა. წინასწარი ვერსიით, უშიშროების სამსახურის შენობასთან დანაღმული ავტომანქანა აფეთქდა, რასაც ერთი ადამიანი ემსხვერპლა, 30-მდე კი დაშავდა. ტერაქტამდე ერთი დღით ადრე თურქეთის პოლიციამ პროქურთული პარტიის ლიდე...
საქართველოს იუსტიციის სამინისტროში უწყებათშორისი კომისიის სხდომა იმართება, რომელსაც მინისტრი თეა წულუკიანი ხელმძღვანელობს. სხდომის დაწყებამდე ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა "საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს" წარმომადგენელემა, ლაშა ნატროშვილმა. როგორც ნატროშვილმა აღნიშნა, კომისიამ დღევანდელ სხდომაზე უნდა მოისმინოს რეკომენდაციები, რომელიც პარტიებსა და ა...
სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრი კახა კახიშვილი უწყების სპეციალური დანიშნულების ძალების მთავარ სამმართველოს ეწვია და განახლებული ინფრასტრუქტურა დაათვალიერა, მათ შორის, სპორტული დარბაზი და სასადილო, რომელიც გარემონტდა და თანამედროვედ მოეწყო. ასევე, კახა კახიშვილი ადგილზე გაეცნო პირადი შემადგენლობის საცხოვრებელ პი...
სიერიელმა ამბოხებულებმა ალეპოში დანაღმული მანქანების ააფეტქეს. ამის შესახებ ლონდონში ბაზირებული სირიის ადამიანის უფლებატა დამცველი ორგნიზაცია იტყობინება. გავრცელებული ინფორმაციით, რამდენიმე ავტომობილი ალეპოს იმ ნაწილში აფეთქდა, რომელსაც სახელისულფებო ძალები აკონტროლებენ. ინფორმაცია მსხვერპლის შესახებ არ გ...
ნატოს ძალებმა ავღანეთში თალიბთა მიერ კონტროლირებადი რაიონები დაბომბეს. ავიადარტყმები კუნდუზის პროვინციაზე განხორციელდა, რასაც 30-მდე მშვიდობიანი მოქალაქე ემსხვერპლა. დაღუპულთა შორის ქალები და ბავშვებიც არიან. ოფიციალური ქაბულის ინფორმაციით, ავღანეთის არმია და საერთაშორისო კოალიცია ოპერაციას თალიბი ამბოხებულების წინააღმდეგ ა...
ხანძარი თბილისში. აღმაშენებლის გამზირზე მდებარე ერთ-ერთი რესტორნის სამზარეულოში ცეცხლი გაჩნდა, რის შედეგადაც 50 კვადრატული მეტრი ფართობი დაიწვა. ხანძარმა საცხოვრებელი სახლის მეორე სართულის იატაკიც დააზიანა. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. სახანძრო-სამაშველო ბრიგადამ ცეცხლის ლოკალიზება მალევე მოახდინა....
სამშენებლო კომპანია „ცენტრ პოინტის“ საქმის განხილვა გრძელდება. პროცესზე დღეს ბათუმის „მაგნოლიის“ საქმზე იმსჯელებენ. მხარეებმა მტკიცებულებები სასამართლოს უკვე წარუდგინეს, თუმცა მათ დასაშვებობაზე სასამართლომ უნდა იმსჯელოს. პროცესის გაჭიანურებაზე საუბრობს დაცვის მხარე. მარინე&nbs...