თელავში, სოფელ წინანდალში Nissan Micra-ს მარკის ავტომანქანას ცეცხლი გაუჩნდა.
არსებული ინფორმაციით, მძღოლმა და მგზავრმა მანქანიდან გადმოსვლა მოასწრეს.
ადგილზე სახანძრო დახმარების ეკიპაჟია მობილიზებული.
ხანძრის გაჩენის მიზეზად ავტომანქანის ელექტროგაყვანილობის გაუმართაობა სახელდება. ავტომანქანა, ბუნებრივი აირის სავსე ავზით აფეთქებას გადაურჩა.