შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გორში, ქუჩაში, ზეწარში გახვეული ახალშობილი იპოვეს.
მათი ინფორმაციით, ჩვილი საავადმყოფოში გადაიყვანეს. ახალშობილის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.
უწყების ცნობით, გამოძიება სსკ-ის 127-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც სიცოცხლისთვის საშიშ მდგომარეობაში ჩაყენებას გულისხმობს.