თურქმენეთის მოქმედ პრეზიდენტს სარეკორდო მხარდაჭერა აქვს. გურბანგული ბერდიმუჰამედოვს საპრეზიდენტო არჩევნებში ხმა ამომრჩეველთა 98-მა პროცენტმა მისცა. არჩევნებზე ელექტორატის მაღალი აქტივობა დაფიქსირდა. ცენტრალური საარჩევნო კომისიის მონაცემებით, საარჩევნო ყუთებთან ამომრჩეველთა 97 პროცენტი მივიდა.
აზერბაიჯანელმა მესაზღვრეებმა მთიანი ყარაბაღის საზღვართან სომეხ დივერსანტთა ჯგუფი გაანადგურეს. ამის შესახებ თავდაცვის სამინისტროს პრეს-სამსახური იტყობინება. გავრცელებული ინფოპრმაციით, დივერსანტებმა ე.წ. ურთიერთშეხების ხაზი გადაკვეთეს, რის შემდეგაც მათი ლიკვიდაცია მოხდა. სომხური მხარე მომხდართან დაკავშირებით კომენტარს ჯერ არ...
თბილისის მერიასთან ,,რუსტავი 2“ -ის მხარდამჭერ აქციაზე ვითარებას უსაფრთხოების სამსახურისა და საპატრულო პოლიციის წარმომადგენლები აკვირდებიან, დაპირისპირების შედეგად დაშავებულები და დაკავებულები არ არიან. აქციაზე ნიკა მელიამ სპეციალური განცხადება გააკეთა. "ხელისუფლება სისულელეს სისულელეზე აკე...
საკონსტიტუციო კომისიის წევრი, ვახუშტი მენაბდემ მიიჩნევს, რომ სახალხო დამცველის არჩევის წესი უნდა შეიცვალოს. მისი თქმით, თქმით, სახალხო დამცველის ინსტიტუტი ცვლილებით გაძლიერდება. ,,ეს გულისხმობს მისი არჩევის წესის შეცვლას ისე, რომ უზრუნველყოფილი იყოს არა მხოლოდ უმრავლესობის, არამედ უმცირესობის მხარდაჭე...
მთავარი პროკურორი ირაკლი შოთაძე საგანგებო ბრიფინგს გამართავს. ბრიფინგი უწყებაში 14.00 საათზე დაინიშნა. პროკურატურაში ბრიფინგის თემას არ აკონკრეტებენ, თუმცა განცხადება სავარაუდოდ, საპატრიარქოს ქონების მართვის სამსახურის უფროსის, მამა გიორგი მამალაძის დაკავების საკითხზე გაკეთდება.
,,რუსთავი 2“ -ის მხარდამჭერ აქციას საკოორდინაციო საბჭო ამ წუთებში თბილისის მერიასთან მართავს, სადაც დაპირისპირება მოხდა. აქციაზე შეკრებილები მერიის შენობაში შესვლას ცდილობდნენ, თუმცა უსაფრთხოების სამსახური მათ ამის საშუალებას არ აძლევდა. დაპირისპირებაში საპატრულო პოლიცია ჩაერთო, მერიის უსაფრთხ...
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე აზერბაიჯანის რესპუბლიკაში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება, რა დროსაც შეხვედრა გამართა აზერბაიჯანის პრეზიდენტთან ილჰამ ალიევთან. შეხვედრაზე მხარეებმა კიდევ ერთხელ დაადასტურეს საქართველოსა და აზერბაიჯანის კეთილმეზობლური და სტრატეგიული ურთიერთობები, რაც წარმო...
საკონსტიტუციო კომისია ქორწინების განსაზღვრასთან დაკავშირებით დღეს იმსჯელებს. ადამიანის უფლებათა დაცვის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის, სოფიო კილაძის განცხადებით, კონსტიტუციაში ქორწინების განსაზღვრასთან დაკავშირებით ხელისუფლება თავის დაპირებას შეასრულებს. "წინასაარჩევნოდ საზოგადოებას დავპირდით, რომ ამ საკითხს ა...
შპს „სტადიონი“ სპორტული კომლექსის პროექტირების მიზნით ელექტრონულ ტენდერს აცხადებს. ელექტრონული ტენდერი ქალაქ ბათუმში, ლეონიძის ქუჩაზე სპორტული კომლექსის მშენებლობისათვის საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შედგენის სამუშაოების შესრულებას ითვალისწინებს. სპორტული კომლექსი არაოლიმპიურ საწვრთნე...
ბათუმის შაჰინის სახელობის სკოლა ლიცეუმს დღეს სასწავლო პროცესი შეუწყდა. სკოლის ლიცენზიის გაუქმების შესახებ გადაწყვეტილება პარასკევს გახდა ცნობილი. ამ წუთებში შაჰინის სახელობის სკოლის მოსწავლეები, მშობლები და პედაგოგები აჭარის მთავრობის შენობის წინ არიან შეკრებლი. ისინი ადგილობრივ მთავრობას თხოვენ, რომ რამდენიმე თვით ადრე სასწავლო ...
საპატრიარქოს ქონების მართვის სამსახურის ხელმძღვანელი მამა გიორგი მამალაძე ამ დროისთვის სასჯელაღსრულების დაწესებულებაშია გადაყვანილი. მას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე შეეფარდა. საპატრიარქოს ქონების მართვის სამსახურის ხელმძღვანელი სამი დღის წინ, აეროპორტში დააკავეს. ის ბერლინში, პატრ...
2017 წლის იანვარში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 651 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე 22 პროცენტით მეტია. აქედან, ექსპორტი 177 მლნ. აშშ დოლარი იყო (45 პროცენტით მეტი), ხოლო იმპორტი 474 მლნ. აშშ დოლარი (15 პროცენტით მეტ...
„ცივი საინფორმაციო ომი“ საქართველოში გრძელდება. უახლოეს მომავალში მორიგი „ბირთვული ბომბი“ აფეთქდება, რომლის ისედაც გამანადგურებელ პოტენციალს ის გააათმაგებს, რომ უკვე თითქმის უეჭველად დაემთხვევა „რუსთავი-ორის“ საქმეზე განაჩენს. ამ მხრივ ყველა ვადა დაირღვა და როდესღაც ხომ უნდ...
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის დასავლეთ რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ამბროლაურის მუნიციპალიტეტში, შველზე ნადირობის მორიგი ფაქტი გამოავლინეს. სოფელ ლიხეთში, მოქალაქე ბუხუტი მეტრეველმა დაურეგისტრირებელი სანადირო თოფით მოკლა შველი. მის გარდა შემთხვევის ადგილზე იმყოფებოდა კიდევ სამი მოქალაქე - კარლო ლობჯანიძე, სოსო ფოჩხ...
ნიუ-იორკის საფონდო ბირჟაზე კაკაოს ფასი 2013 წლის მინიმუმამდე დაეცა და მისმა ფასმა ტონაზე $2 052 შეადგინა. რაც შეეხება ევროპას, ლონდონის ბირჟაზე კაკაოს ფუჩერსების ფასი ტონაზე 1 687 ფუნტ სტერლინგს შეადგენს. ფასის გაიაფების მიზეზი კი კარგი მოსავალია, რომელიც კოტ-დ'ივუარსა და განაში დაფიქსირდა.