ბათუმში, მშენებარე ობიექტზე მამაკაცი ტრაქტორის ქვეშ მოყვა.
საზოგადოებრივი მაუწყებლის ინფორმაციით, შემთხვევა იუსტიციის სახლის მიმდებარედ მოხდა, სადაც კომპანია „ორბი“ ყოფილი სასპორტო სკოლის შენობის დემონტაჟს ახორციელებდა.
არსებული ინფორმაციით, მაშველებმა დაშავებული რამდენიმე წუთის წინ გამოიყვანეს. ის სასწრაფო დახმარების ბრიგადამ ბათუმის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანა.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლით დაიწყო, რაც სამშენებლო სამუშაოების წარმოების დროს უსაფრთხოების ნორმების დარღვევას გულისხმობს.