მასშტაბური სპეცოპერაცია დაღესტანში. დილის 7 საათიდან ხასავიურტის რაიონში კონტრტერორისტული ოპერაციის რეჟიმია გამოცხადებული. სამართალდამცავები ჩეჩენ ამბოხებულებს ეძებენ. ოპერაციის სხვა დეტალები ამ დრომდე უცნობია.
სურსათის ეროვნული სააგენტო განცხადებას ავრცელებს, სადაც მოუწოდებს მოსახლეობას, თავი შეიკავოს სურსათის შეძენისაგან ისეთ ადგილებში, სადაც არ არის დაცული შენახვისა და რეალიზაციის სათანადო პირობები. "ტემპერატურის მატებასთან ერთად იზრდება სურსათით ინტოქსიკაციის რისკი. განსაკუთრებით საშიშია არაორგანიზებული ვაჭრობის ად...
კაჭრეთში, სასტუმრო „ამბასადორში“ მთავრობისა და საპარლამენტო უმრავლესობის სხდომა გაიმართება. ადგილზე უკვე ჩავიდა საქართველოს პრემიერმინისტრი გიორგი კვირიკაშვილი. შეხვედრა სავარაუდოდ 14:00 საათისთვის დაიწყება, თუმცა უცნობია რა საკითხებს განიხილავენ.
თბილისში, გლდანი-ნაძალადევის რაიონში, კერძოდ კი სანზონაში 80 წლის მამაკაცი სახლების გაქურდვის ბრალდებით დააკავეს. გამოძიება 177-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილით მიმდინარეობს,რაც სხვისი მოძრავი ნივთის ფარულ დაუფლებას გულისხმობს.
დონალდ ტრამპმა ვლადიმერ პუტინს "კერკეტი კაკალი" უწოდა. ტელეკომპანია Fox News-სთვის მიცემულ ინტერვიუში, ჟურნალისტმა პრეზიდენტს რუსეთის ლიდერის დახასიათება სთხოვა. "არ ვიცნობ მას, მაგრამ ცხადია რომ ის კერკეტი კაკალია" - განაცხადა დონალდ ტრამპმა. მისი თქმით, პატივს სცემს, თუმცა არ იცნობს რუ...
ფეიქრების ქუჩაზე გზის 2.3-კილომეტრიანი მონაკვეთის კაპიტალური რეაბილიტაცია ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს. მიმდინარე საგზაო სამუშაოებს თბილისის მერი დავით ნარმანია ვიცე-მერ ლაშა აბაშიძესთან და კეთილმოწყობის საქალაქო სამსახურის უფროსთან, გივი კუბლაშვილთან ერთად გაეცნო. „ფეიქრების ქუჩაზე გზა ძალიან იყო დაზიანე...
ბათუმის მოვლენებთან დაკავშირებით, დაწყებული გამოძიების ფარგლებში სამართალდამცველებმა კიდევ ერთი პირი დააკავეს. პოლიციის იფორმაციით, აქციის მონაწილის მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნა მასობრივი არეულობისა და პოლიციაზე თავდასხმის მუხლებით მიმდიანორებს. რაც შეეხება 2 დღის წინ დაკავებულ კიდევ 8 ადამიანს, მა...
რუსთავში, , ქვის საჭრელ საამქროში, ხანძარი გაჩნდა. შემთხვევას ახალგაზრდა მამაკაცის სიცოცხლე ემსხვერპლა. ხანძარი უკვე ლიკვიდირებულია, მისი გამომწვევი მიზეზები ჯერჯერობით, უცნობია. შემთხვევის ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ. მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის მესამე ნ...
მისურიში 90 წლის ასაკში როკ-ენ-როლის ერთ-ერთი პიონერი ჩაკ ბერი გარდაიცვალა. მუსიკოსმა გვიან ღამით გონება დაკარგა. ექიმებმა მისი გადარჩენა ვეღარ შეძლეს. ჩაკ ბერის მუსიკალური კარიერა 60 წლის წინ დაიწყო. ის არაერთი ცნობილი ჰიტის ავტორი იყო.
პერუში წყალდიდობის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა იზრდება. ბოლო მონაცემებით, ძლიერმა წყალდიდობამ და მეწყერმა 72 ადამიანი იმსხვერპლა, 20-მდე კი დაკარგულად ითვლება. სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო სამუშაოები ლიმასა და ქვეყნის დიდ ქალაქებში უკვე დაწყებულია. 800-მდე ქალაქსა და დასახლებულ რაიონში საგანგებო მდგომარეობაა გამოც...
გერმანიაში ეთნიკური ქურთების აქცია გაიმართა. თურქეთის პრეზიდენტის, რეჯეფ თაიფ ერდოღანის პოლიტიკის წინააღმდეგ ფრანკფურტში 30 ათასამდე ქურთი გამოვიდა. მათ პროტესტი 16 აპრილს დაგეგმილ რეფერენდუმს გამოუცხადეს, რომელმაც ერდოღანს საპრეზიდენტო უფლებამოსილება უნდა გაუზარდოს.
გერმანიას შეერთებული შტატებისა და ნატოს ვალი აქვს. ამის შესახებ თეთრი სახლის ლიდერმა ანგელა მერკელთან გამართული შეხვედრის შემდეგ სოციალურ ქსელ ტვიტერში დაწერა. „როგორი ფეიკებიც უნდა ავრცელონ იმის თაობაზე, რომ გერმანიის კანცლერს ცუდად შევხვდი, მტკნარი სიცრუე იქნება. ჩვენ მშვენიერი შეხვედრა გვქონდა...
ახალგაზრდა მამაკაცს, რომელიც პარიზის აეროპორტში სამხედრო პატრულს დაესხა თავს, ხელში ბენზინის კანისტრა ეჭირა და ყვიროდა, რომ ალაჰისთვის მოკვდებოდა. ამის შესახებ პარიზის პროკურორმა ფრანსუა მოლენსმა განაცხადა. თავდასხმა ორლის აეროპორტში შუადღისას განხორციელდა. 39 წლის ზიედ ბენ ბელგასი ადგილზე იქნა ლიკვ...
ჩრდილოეთ კორეამ ახალი სარაკეტო ძრავი გამოსცადა. ფხენიანის ლიდერის, კიმ ჩენ ინის თქმით, ექსპერიმენტმა წარმატებით ჩაიარა, რაც იმას ნიშნავს, რომ ჩრდილოეთ კორეას კოსმოსში მსოფლიო დონის თანამგზავრების გაშვების საშუალება მიეცემა. 6 მარტს ფხენიანმა 6 ახალი ბალისტიკური რაკეტა გამოსცადა, რასაც შეერთებული შტატ...
20-22 მარტს საქართველოს ნორდიკულ-ბალტიური რვიანის წევრი ქვეყნების პარლამენტების თავმჯდომარეები და ვიცე-სპიკერები ეწვევიან. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ნორდიკულ-ბალტიური რვიანის წევრი ქვეყნების პარლამენტების თავმჯდომარეებს და ვიცე-სპიკერებს 21 მარტს, 09:30 საათზე შეხვდება. ამავ...