იემენზე მორიგი საჰაერო იერიში განხორციელდა. სამხედრო ვეტმფრენმა ლტოლვილების ნავი დაბომბა, რასაც ბოლო მონაცემებით, 31 ადამიანი ემსხვერპლა. დაღუპულთა შორის ბავშვებიც არიან. ვინ განახორციელა საჰაერო დარტყმა, ჯერჯერობით უცნობია.
რუსეთი ყირიმის მიერთების 3 წლის თავს აღნიშნავს. სადღესასწაულო ღონისძიებები მოსკოვში, სანკ-პეტერბურგსა და ქვეყნის დიდ ქალაქებში ტარდება. რუსეთმა ყირიმის ანექსია 2014 წლის მარტში მოახდინა. მანამდე ნახევარკუნძულზე საყოველთაო რეფერენდუმი ჩატარდა. ადგილობრივმა რუსებმა ხმა რუსეთის შემადგენლობაში შესვლას მისცე...
თავდასხმა პარიზში. ორლის აეროპორტში ახალგაზრდა მამაკაცმა სამხედრო მოსამსახურეს იარაღი გამოსტაცა და გაქცევა სცადა. უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებმა მას ცეცხლი გაუხსნეს. თავდამსახმელი ადგილზე იქნა ლიკვიდირებული. მისი ვინაობა დგინდება. თავდასხმის შედეგად არავინ დაშავებულა. აეროპორტიდან მგზავრებისა და თანამშ...
“ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ ბიძინა ივანიშვილის ოჯახის წევრს პოლიციელების ღირსების შელახვაში ადანაშაულებს. როგორც დღეს გამართულ ბრიფინგზე პარტიის წარმომადგენელმა ნუგზარ წიკლაურმა განაცხადა, ბერა ივანიშვილის მოთხოვნით, პოლიციის 9 თანამშრომელი სამსახურიდან გაათავისუფლეს. "შარდენზე, ერთ-ერთ კლუბში მომხდარი ჩხუ...
გლდანის რაიონში ზაჰესის ხიდის სამშენებლო სამუშაოები დასრულდა. მაღალი გამტარუნარიანობის მქონე ახალი ხიდი 50-წლიანი საექსპლუატაციო ვადით აშენდა. ხიდს დაემატა ტროტუარები და დამონტაჟდა გარე განათების ახალი ქსელი. ახალი ხიდის გვერდით არსებული ზაჰესის ძველი ხიდი საკომუნიკაციო კომპანიების ...
საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის გუდაური(ფოსტა)-კობის მონაკვეთზე ზვავსაშიშროების გამო, აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა. ამავე გზის კმ134-კმ135 (დარიალის ხეობა) მონაკვეთზე ...
ბითლზის ნივთების ცნობილი კოლექცია პარიზში აუქციონზე გააქვთ. ექპონატებს შორის 1500-მდე ალბომი, პლაკატები, თოჯინები, უნიკალური ფოტოები და სხვა აქსესუარებია. კოლექციის შეგროვება პარიზელმა ბითლომანმა ჟაკ ვოლკუმმა 1967 წლიდან დაიწყო. მისი პირველი შენაძენი ალბომი „მძიმე დღის ღამე“ იყო. აუქციონ...
ლონდონში წმინდა პატრიკის დღე აღნიშნეს. ირლანდიის გვარდიის პირველი ბატალიონის მებრძოლთა ხსოვნას პატივი სამეფო ოჯახის წევრებმა მიაგეს. საზეიმო ცერემონიას პრინცი უილიამი და მისი მეუღლე, ქეით მიდლტონიც ესწრებოდნენ. მათ გვარდიელებს ტრადიციულად, ირლანდიის ეროვნულ სიმბოლოდ მიჩნეული სამყურას ფოთლები დაურიგეს და მათთან ერთად...
ნიუ იორკში წმინდა პატრიკის დღე აღნიშნეს. წელს პირველად, ტრადიციული დღესასწაული ტრამპ თაუერთან გაიმართა, რომელსაც ნიუ იორკელები ჩრდილოეთის თეთრ სახლად მოიხსენიებენ. სადღესასწაულო აღლუმზე პოლიციელების განსაკუთრებული სიმრავლე შეინიშნებოდა. ტრამპის რეზიდენციასთან უსაფრთხოების განსაკუთრებული ზომები იყო მიღებ...
სამაშველო ოპერაცია ჩინეთში. 6 წლის ბავშვს ხელი ესკალატორის კიბეში ჩაყვა. მაშველებს მის გასათავისუფლებლად 20 წუთი დასჭირდათ. ის თითის მოტეხილობით ახლომდებარე კლინიკაში გადაიყვანეს.
ძლიერი ხანძარი ჩრდილოეთ კაროლინაში. ცეცხლი გვიან ღამით რეილითის დასახლებაში მშენებარე კორპუსს გაუჩნდა და შენობის მნიშვნელოვანი ნაწილი გაანადგურა. მეხანძრეებმა ხანძრის ლოკალიზება გამთენიისას შეძლეს. ინფორმაცია მსხვერპლის შესახებ არ გავრცელებულა. სხეულის მსუბუქი დაზიანება ერთმა მეხანძრემ მიიღო.
სროლა პარიზის აეროპორტში. ორლის ტერმინალში ახალგაზრდა მამაკაცმა სამხედრო მოსამსახურისთვის იარაღის წართმევა სცადა. უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებმა მას ცეცხლი გაუხსნეს. თავდამსახმელი ადგილზე იქნა ლიკვიდირებული. აეროპორტიდან მგზავრებისა და თანამშრომლების სასწრაფო ევაკუაცია განხორციელდა .
თურქეთში მსოფლიოში ყველაზე გრძელი დაკიდული ხიდის მშენებლობა დაიწყო. ჩანაქკალეს ხიდი 1915 წლის გამარჯვების სახელობის იქნება. “ჩანაკალე-1915”,- ეს იმავდროულად იქნება თურქეთში რიგით მეხუთე ხიდი, რომელიც აზიას ევროპასთან ამჯერად დარდანელის სრუტით დააკავშირებს. ხიდი აზიაში ჩანაქკალეს ოლქის ლაფ...
თურქეთში ალუჩაზე „გიჟური ფასების“ სეზონი გახსნილია. როგორც თურქული მედია წერს, ტრასებზე და ტურისტების ხალხმრავალ ადგილებში ხილის დახლზე 60 გრამიანი შეფუთვით ალუჩის ღირებულება 35 ლირაა (24 ლარი). რეალურად დახლზე 1 კგ ალუჩის შეძენა 583 ლირადაა (400,60 ლარი) შესაძლებელი. ადგილობრივები აცხადებენ, რომ ბაზ...
ნაძალადევის რაიონში, გვაზაურის მეორე გასასვლელში ასფალტის საფარის დაგება მიმდინარეობს. ქუჩის კაპიტალური რეაბილიტაცია მომდევნო კვირაში დასრულდება. ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს თბილისის მერის მოადგილე გიგა ნიკოლეიშვილი ნაძალადევის რაიონის გამგებელთან, ირაკლი ხელაძესთან ერთად ადგილზე გაეცნო. მერის მოადგილე და გამგებელი ადგილო...