მიჩიგანში ძლიერ ქარიშხალს მსხვერპლი მოჰყვა. სტიქიამ 72 წლის ლოურენს ტონი იმსხვერპლა. მის სახლს ძირფესვიანად მოგლეჯილი გიგანტური ხე დაეცა, რის შედეგადაც სახურავი ჩაინგრა. სტიქიამ მწყობრიდან გამოიყვანა ელექტროგადამცემი ხაზები. 156 ათასამდე შენობას ელექტროენერგია არ მიეწოდება.
სალვადორში ფინანსთა სამინისტროს შენობაში გაჩენილი ხანძრის შედეგად 2 ადამიანი დაიღუპა, 15-მა კი სახეულის სხვადასხვა სახის დამწვრობა მიიღო. ხანძარი სავარაუდოდ მოკლე ჩართვამ გამოიწვია. შენობიდან ადამიანების დროული ევაკუაცია ვერ მოხერხდა.
ამერიკის სახელმწიფო მდივნის თქმით, რუსეთისა და აშშ პრეზიდენტების შეხვედრა დაგეგმილზე გაცილებით დიდხანს იმიტომ გაგრძელდა, რომ პუტინს და ტრამპს შეხვედრის დასრულება არ სურდათ. „ისინი ისე იყვნენ საუბარში ჩართულნი, რომ არცერთს არ სურდა საუბრის შეწყვეტა. მათ ერთმანეთს გაუგეს,“-აღნიშნა რე...
დონალდ ტრამპთან შეხვედრის შემდეგ ვლადიმერ პუტინმა ჟურნალისტებისთვის მცირე კომენტარი გააკეთა. „მე მქონდა ხანგრძლივი მოლაპარაკება აშშ პრეზიდენტთან. ბევრი საკითხი განვიხილეთ, მათ შორის სირია და უკრაინაც. ასევე განვიხილეთ ტერორიზმისა და კიბერუსაფრთხოების საკითხები,“-აღნიშნა პუტინმა. ორი ქვეყნის ლიდერები ერთმან...
ჰამბურგში ორდღიანი მასობრივი არეულობების შედეგად 196 პოლიციელი დაშავდა. ამის შესახებ ქალაქის პოლიცია სოციალურ ქსელ ტვიტერის გვერდზე იტყობინება. ამავე ინფორმაციით, დაკავებულია 83 ადამიანი. მასობრივი უწესრიგობები ანტიგლობალისტებმა დიდი ოცეულის სამიტზე მოაწყვეს. მათ სავაჭრო დაწესებულებები დაარბიეს და ქუჩებში ა...
ე.წ. მატროსოვის ციხეში გამოკითხვისას ირაკლი ფირცხალავა შეუძლოდ გახდა და პირველადი სამედიცინო დახმარება მას სასწრაფო დახმარების ბრიგადამ აღმოუჩინა, - ამის შესახებ თბილისის საქალაქო სასამართლოს განცხადებაშია აღნიშნული. როგორც განცხადებაში წერია, ირაკლი ფირცხალავას ჯანმრთელობის მდგომარეობის გათვალისწინებით, დახურული...
ამ უკანონო ქმედებების შესახებ გაერო-ს უშიშროების საბჭო და გენერალური ასამბლეა ინფორმირებული არიან და ველით, რომ ამას შესაბამისი ადეკვატური რეაგირება და შეფასებები მოჰყვება არა მხოლოდ გაერო-ს, არამედ ევროკავშირის მხრიდან, - ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, დავით ზალკალიანმა განაცხადა. ...
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში „ხანდაზმულებზე მზრუნველი მობილური ჯგუფი" ორ ბენეფიციარს ეწვია, - ამის შესახებ ინფორმაციას ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობა ავრცელებს. გამგეობის ინფორმაციით, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობისა და ჩეხური არასამთავრობო ორგანიზაცია People In Need Georgia (PIN)-ის ერთობლივი პროექტის &bd...
თურქეთი აეროპორებში უსაფრთხოების ახალ პროექტს იწყებს, რომელიც ახალი სკანერების მონტაჟსაც ითვალისწინებს. სხეულის სკანერი (Body Scanner) დიდი ბრიტანეთიდან სტამბოლის ათათურქის სახელობის საერთაშორისო აეროპორტში ჩამოიტანეს და სატესტო რეჟიმში უკვე მუშაობს კიდეც. საწყის ეტაპზე მსგავსი სკანერი ქვეყნის უმსხვილეს...
ლტოლვილთა სამინისტროს მიერ თავშესაფრის მინიჭებაზე უარის თქმა არ იწვევს პირის ექსტრადიციას წარმოშობის ქვეყანაში, აღნიშნული ორი ერთმანეთისაგან დამოუკიდებელი პროცესია და თავშესაფრის საკითხზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ შეიძლება გაგრძელდეს ბატონ ჩაბუქთან დაკავშირებით მიმდინარე საექსტრადაციო პროცედურ...
ანტიგლობალისტთა საპროტესტო გამოსვლებისა და მასობრივი არეულობების ფონზე ჰამბურგში მთავარი შეხვედრა გაიმართა. დიდი ოცეულის სამიტის ფარგლებში ამერიკისა და რუსეთის ლიდერები ერთმანეთს პირველად შეხვდნენ. მალაპარაკება 2 საათსა და 20 წუთს გაგრძელდა. შეხვედრას რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი და ამე...
დღეს დაიკითხნენ საპატრიარქოს უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლები, მიუხედავად იმისა, რომ მათ ბრალდებულთან მეგობრული ურთიერთობა აქვთ, ვერ დამალეს, რომ მამალაძე მკვეთრად უარყოფით დამოკიდებულებაში იყო შორენა თეთრუაშვილთან, - ამის შესახებ ე.წ ციანიდის საქმის პროკურორმა ზვიად გუბელაძემ ჟურნალისტებს განუცხადა. მისი ...
თბილისში, ვარკეთილის მე-4 მიკრორაიონის ცენტრალურ ტრასაზე, ზღვის მიმდებარე ტერიტორიაზე ავარია მოხდა. თვითმხილველების განცხადებით, ავტომანქანა ტროტუარზე "ავარდა" და მეორე მხარეს გადავიდა. არსებული ინფორმაციით, მანქანის წინა მხარე დალეწილია, მძღოლი კი მსუბუქად დაშავდა. ადგილზე მობილიზებულია სასწრაფო დახმარების სა...
ტერაქტების სერია ლუგანსკში. სეპარატისტთა მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე დღეს 2 აფეთქება მოხდა. აფეთქებებს ერთი ადამიანი ემსხვერპლა, 7 კი დაშავდა. მომხდარზე პასუხისმგებლობას დეფაქტო ლიდერები უკრაინულ მხარეს აკისრებენ.
ლიტვაში ჯაშუშობის ბრალდებით რუსეთის მოქალაქე გაასამართლეს. ნიკოლაი ფილიპჩენკოს 10-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს. ბრალდების მხარის მტკიცებით, ფილიპჩენკო რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახურის აგენტია. ის ლიტვური სპეცსამსახურების თანამშრომლების გადაბირებას და პრეზიდენტ გრიბაუსკაიტეს კაბინეტში სასმენი აპარატურის დამონტაჟებას ...