ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის დელეგაცია ნაურუში მიემგზავრება. ამის შესახებ ‘“სპუტნიკ-ოსეტია“იტყობინება. გავრცელებული ინფორმაციით, დელეგაციას დეფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრი დიმიტრი მედოევი უხელმძღვანელებს, რომელიც ჯუჯა სახელმწიფოს პრეზიდენტმა დევავესი ვაკამ ნაურუს დამოუკიდებლობის 50-ე წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე მიიწვია.