ჩვენ არ ვაპირებთ ვაპატიოთ ზურაბიშვილს თქვენი გადაგდება და საქართველოს კონსტიტუციის თავზე გადახევა, - აცხადებს "ქართული ოცნების" ერთ-ერთი ლიდერი მამუკა მდინარაძე. "სალომე ზურაბიშვილმა მოატყუა და გადააგდო (ჟარგონისთვის უკაცრავად) მილიონზე გაცილებით მეტი ადამიანი, რომელმაც მას, ჩვენი თხოვნით, მხარი დაუჭირა. ...
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია 26 ოქტომბრის არჩევნებისთვის საარჩევნო ტექნოლოგიების შესაბამისობის აუდიტს კვლავ ატარებს. ამის შესახებ ცესკო-ს თავმჯდომარის მოადგილე გიორგი შარაბიძემ ბრიფინგზე განაცხადა. მისი ინფორმაციით, აუდიტირების პროცესს მოკვლევის შედეგად გამოვლენილი საარჩევნო ტექნოლოგიების ტესტირების...
თბილისში, 41-ე საჯარო სკოლაში მოსწავლეთა და სკოლის პერსონალის ევაკუაცია განხორციელდა. არსებული ინფორმაციით, ამის მიზეზი გახდა ანონიმური სატელეფონო ზარი, რომ სკოლის შენობაში ასაფეთქებელი მოწყობილობაა. სკოლაში საგაკვეთილო პროცესი ჩაიშალა. ადგილზე გამნაღმველებს ელოდებიან.
ანექსირებულ ყირიმის საპორტო ქალაქ ფეოდოსიაში ნავთობის საცავი იწვის. ქალაქის ადმინისტრაციის ე.წ. მეთაურის, იგორ ტკაჩენკოს განცხადებით, ნავთობის საცავში ძლიერი ხანძარი 7 ოქტომბერს, ღამით გაჩნდა. ხანძრის გამომწვევი მიზეზი ოფიციალურად არ სახელდება. ტელეგრამარხ Astra-ს ინფორმაციით, ფეოდოსიაში ნ...
საპარლამენტო უმრავლესობა პრეზიდენტის წინააღმდეგ იმპიჩმენტის პროცედურას ხელახლა იწყებს – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. „როგორც მოგეხსენებათ, 2023 წლის 16 ოქტომბერს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ, იმპიჩმენტის პროცედურის ფარგლე...
სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრის რობერტ ფიცოს განცხადებით, ვიდრე ის პრემიერ-მინისტრია, ბრატისლავა არასოდეს დათანხმდება უკრაინის ნატოში გაწევრიანებას. „უზრუნველვყოფ, რომ დეპუტატები, რომლებზედაც მაქვს პოლიტიკური კონტროლი, როგორც პარტიის თავმჯდომარეს, არასოდეს დაეთანხმონ უკრაინის ნატოში გაწევრიანებას“, - ...
7 ოქტომბრის მდგომარეობით, საქართველოში გადამუშავებულია 300 ათასი ტონა ყურძენი, რაც დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში რეკორდული მაჩვენებელია. რთველი დასასრულს უახლოვდება კახეთში, მოსავალი უკვე დაბინავებულია რაჭაში. ამ ეტაპზე აქტიური რთველი მიმდინარეობს საქართველოს მევენახეობის ცნობილ ლეჩხუმის რეგიონში, სადაც დ...
სოფლის განვითარების სააგენტოს დირექტორი დავით წითლიძე არასტანდარტული ვაშლის რეალიზაციის ხელშეწყობის საკოორდინაციო შტაბსა და ხილის გადამმუშავებელ საწარმოში „შინდისი“ იმყოფებოდა, სადაც მოსავლის დაბინავება-რეალიზაციის პროცესს გაეცნო. „საქართველოს მასშტაბით, 12 კომპანია იბარებს არასტანდარტულ ვაშ...
ნიდერლანდების თავდაცვის მინისტრი რუბენ ბრეკელმანსის განცხადებით, ამსტერდამის მიერ უკრაინისთვის გადაცემული F-16 ტიპის ავიაგამანადგურებლები უკვე უკრაინაშია. "შემიძლია საჯაროდ განვაცხადო, რომ ავიაგამანადგურებლების პირველი პარტია უკრაინაშია", - დაწერა მან სოციალურ ქსელში 6 ოქტომბერს. როგ...
პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი გამოეხმარა პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის ქართულ ქარტიას და მას "კონსტიტუციის გამაუქმებელი უწოდა". პაპუაშვილის განცხადებით, სალომე ზურაბიშვილს სურს ქვეყანა 90-იანებში დააბრუნოს და ბანანის რესპუბლიკად აქციოს. "ქარტიის, რომელიც შეადგინა ქალბატონმა სალომე და ხელი მოაწერა...
ისრაელის მიმართ ჰამასის ტერორისტული აქტის განხორციელებიდან ერთი წლისთავის წინა დღეს, გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა გერმანიაში მცხოვრებ ყველა ებრაელს სოლიდარობა გამოუცხადა. "არასოდეს უნდა დავუშვათ, რომ ებრაელი თანამოქალაქეები გერმანიაში შიშსა და ტერორში ცხოვრობდნენ", - განაცხადა მან გავ...
არ ვიცი, ამ ქარდებს ვინ წერს, საელჩოს რომელი თანამშრომელი, მაგრამ ვურჩევდი ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს, საკუთარი თანამშრომლების კვალიფიკაციას დააკვირდეს, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა განაცხადა. "აშშ-ის საელჩოს მიერ გავრცელებულ მეორე ქარდ...
თბილისის ვ. სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორია 10 ოქტომბერს ისრაელელი პიანისტის ასაფ კლაინმანის კონცერტს უმასპინძლებს. მრავალი ჯილდოს მფლობელი პიანისტი შეასრულებს ბახი/ბუზონის, ბეთხოვენის და შუმანის ნაწარმოებებს. ღონისძიება ერთი წლის წინ, 2023 წლის 7 ოქტომბერს ისრაელში ტერორისტთა თავდასხმის შედეგად დაღუპ...
იუსტიციის მინისტრი რატი ბრეგაძე საქართველოს პრეზიდენტის ინტერვიუს ფეისბუქპოსტით ეხმიანება, რომელშიც სალომე ზურაბიშვილმა თქვა, რომ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი შერჩეული ჰყავს. “საქართველოს კონსტიტუციის თანახმად: 1. საქართველოს პრეზიდენტი არ შეიძლება იყოს პოლიტიკური პარტიის წევრი; 2. პრემიერ-მინისტრის კანდიდატურას წარადგენს...
მიხეილ სააკაშვილის „ქეისი“ მისი ჯანმრთელობის გაუარესებასთან დაკავშირებით ყალბია,- ასე გამოეხმაურა თბილისის მერი კახა კალაძე შესაბამის შეკითხვას ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ექიმის მიერ შედგენილი ფორმა N100-ის შესახებ. მისივე განმარტებით, მსგავსი განცხადებები და სიბინძურეები არ...