უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ პოკროვსკში სიტუაცია „ძალიან რთული“ რჩება, თუმცა ჯარების შესაძლო გაყვანასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება ადგილზე მყოფი სამხედრო მეთაურების პრეროგატივაა. იუწყება Bloomberg
„მათ [სამხედროებს] არავინ აიძულებს სიკვდილს ნანგრევებისთვისთვის. მე მხარს დავუჭერ ჩვენს ჯარისკაცებს, განსაკუთრებით იქ მყოფ მეთაურებს, თუ ოგორ უნდა აკონტროლონ სიტუაცია. ეს ჩვენ ძალიან ძვირი გვიჯდება - ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ჩვენი ჯარისკაცები არიან“, - განაცხადა ზელენსკიმ.
ზელენსკის თქმით, რუსეთი პოკროვსკში გამარჯვებას ცდილობს, რათა აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი დაარწმუნოს, რომ უკრაინამ ომის დასასრულებლად აღმოსავლეთ დონბასიდან ჯარები უნდა გაიყვანოს.
ამავდროულად, პრეზიდენტმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ უკრაინის შეიარაღებულ ძალებს არ შეუძლია აღმოსავლეთ უკრაინის დატოვება, რადგან „ხალხი ამას ვერ გაიგებს“.
„და მთავარი ის არის, რომ ვერავინ მოგცემთ გარანტიას, რომ თუ ისინი [რუსები] ამა თუ იმ ქალაქს დაიკავებენ, წინ აღარ წავლენ. შემაკავებელი ფაქტორი არ არსებობს“, - თქვა ზელენსკიმ.
მან აღნიშნა, რომ რუსეთის ჯარებს „ამდენი ძალა არ აქვთ“, ამიტომ ისინი უკრაინის ენერგოსისტემას ესხმიან თავს, რათა აიძულონ ის „დანებდეს გაზაფხულის დადგომამდე“.
„მათ იციან, რომ როგორც კი ენერგეტიკული ფაქტორი გაქრება, მათ სხვა ძლიერი ფაქტორები აღარ დარჩებათ“, - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.