შვედეთის სამეფო მეცნიერებათა აკადემიის ნობელის კომიტეტმა მშვიდობის დარგში 2012 წლის ნობელის პრემიის ლაურეატად "ევროპის გაერთიანების საქმეში შეტანილი წვლილისათვის" ევროკავშირი დაასახელა.
ნუსხაში სულ 231 კანდიდატი იყო, მათ შორის 43 საზოგადოებრივი და საერთაშოირისო ორგანიზაცია.
შეგახსენებთ, რომ გუშინ, 11 ოქტომბერს შვედეთის სამეფო მეცნიერებათა აკადემიის ნობელის კომიტეტმა ლიტერატურის დარგში 2012 წლის ნობელის პრემიის ლაურეატად ჩინელი მწერალი მო იანი დაასახელა.
მო იანი - 75 წლის ჩინელი პროზაიკოსის ფსევდონიმია, რაც თარგმანში "გაჩუმდის" ნიშნავს. მისი ნამდვილი სახელი - გუან მოეა. ამ მწერლის ნაშრომები მსოფლოს ათობით ენაზეა თარგმნილი.
10 ოქტომბერს შვედეთის სამეფო მეცნიერებათა აკადემიის ნობელის კომიტეტმა ქიმიის დარგში 2012 წლის ნობელის პრემიის ლაურეატებად რობერტ ლეფკოვიცი და ბრაიან კოლბიკი დაასახელა. მათ ეს ჯილდო ცოცხალი უჯრედებს რეცეპტორების შესწავლის გამო მიანიჭეს.
9 ოქტომბერს ფიზიკის დარგში 2012 წლის ნობელის მსოფლიო პრემია ფრანგმა სერჟ აროშმა და ამერიკელმა დევიდ უაინლენდმა ნოვატორული და ექსპერიმენტული მეთოდებისთვის მიიღეს, რომლებიც კვანტური ნაწილაკების კონტროლისა და გაზომვის საშუალებას იძლევა. განცხადება ამის შესახებ დღეს შვედეთის სამეფო მეცნიერებათა აკადემიის ნობელის კომიტეტმა გაკეთა.
სერჟ აროში ფრანგი ფიზიკოსია, იგი მაროკოში დაიბადა, კოლეჯ დე ფრანსის პროფესორია. მუშაობდა სტენფორდისა და ჰარვარდის უნივერსიტეტებში, მასაჩუსეტსის ტექნოლოგიურ უნივერსიტეტში. 2009 წელს ფიზიკოსმა საფრანგეთის სამეცნიერო კვლევების ცენტრის ოქროს მედალი მიიღო.
დევიდ უაილენდი ამერიკელი ფიზიკოსია, რომელიც აშშ-ის სტანდარტებისა და ტექნოლოგიების ნაციონალურ ინსტიტუტში მუშაობს. მან 1978 წელს პირველად მოახდინა დემონსტრირება იონების ლაზერული გაცივებისა. ამ მეცნიერის კვლევებმა გზა გაუხსნა მკვლევარებს უილიამ ფილიპს, სტივენ ჩუს, კლოდ კოენ -ტანუჯს და ასევე ერიკ კორნელსს, ვოლფგანგ კეტერლესა და კარლ ვიმანს - ყველა ეს ფიზიკოზი ასევე იყო ნობელის პრემიის ლაურეატი 1997 და 2001 წლებში.
8 ოქტომბერს 2012 წლის ნობელის პრემია მედიცინის დარგში იაპონელ მეცნიერს სინია იამანაკას და ბრიტანელ ბიოლოგს ჯონ გერდონს ცხოველთა კლონირებისა და უჯრედებთან მუშაობის გამო მიენიჭა. იამაკასა და გორდონს უკვე რამდენიმე წელია ზედიზედ ასახელებენ უმაღლესი საერთაშორისო ჯილდოს მიღების შესაძლო ჯანდიდატებს შორის.
სინია იამანაკა - კობეს უნივერსიტეტის კურსდამთავრებულია, იგი ცენტრის დირექტორია კიოტის უნივერსიტეტში მოწინავე სამედიცინო მეცნიერებისა. ის ასევე არის თანამშრომელი აშშ-ის გულსისხლძრღვთა დაავადებების გლენდსტონის უნივერსიტეტისა.
სერ ჯონ გერდონი ოქსფორდის უნივერსიტეტის კურსდამთავრებულია და კემბრიჯის ონკოლოგიური კვლევებისა და ემბრიოლოგიის ინსტიტუტის თანამშრომელი, რომელიც მის სახელს ატარებს.
ლაურეატების დაჯილდოების საზეიმო ცერემონიალი, ტრადიციულად ,10 დეკემბერს სტოკჰოლმში გაიმართება - ნობელის პრემიის დამფუძნებლის, ალფრედ ნობელის გარდაცვალების დღეს. ყოველ ნომინაციაში ნობელის პრემიის თანხა მიმდინარე წელს 8 მილიონ შვედურ კრონს (1,2 მილიონი აშშ დოლარი) შეადგენს.