უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, დავოსში დონალდ ტრამპს Patriot-ის სისტემებისთვის ახალი რაკეტების მიწოდებაზე შეუთანხმდა.
ამის შესახებ ზელენსკიმ ნიჭიერი ახალგაზრდების მეორე ეროვნულ ფორუმზე ახალგაზრდებთან კომუნიკაციის დროს განაცხადა.
დავოსში ვიზიტის შედეგების შესახებ დასმულ შძეკითხვაზე ზელენსკიმ განაცხადა, რომ ტრამპს შეუთანხმდა. Patriot-ის სისტემებისთვის ახალი რაკეტების მიწოდებაზე. მას რაკეტების რაოდენობა არ დაუკონკრეტებია.
პრეზიდენტმა დასძინა, რომ დავოსში ვიზიტი, როგორც გლობალურ საკითხებს, ასევე კონკრეტული პრობლემების გადაჭრას მიეძღვნა.
„ჩვენ ვისაუბრეთ მნიშვნელოვან საკითხებზე, მაგრამ გადავწყვიტეთ საკითხი, რომელიც ნათლად შეესაბამება იმას, თუ რატომ წავედი იქ.“, - აღნიშნა ზელენსკიმ.