აბუ-დაბიში აშშ-ის, უკრაინისა და რუსეთის შეხვედრა შაბათს, 24 იანვარს გაგრძელდება
აბუ დაბიში უკრაინას, აშშ-სა და რუსეთს შორის სამმხრივი მოლაპარაკებები ხვალ გაგრძელდება. ამის შესახებ უკრაინული გამოცემა Суспільне თეთრი სახლის წარმომადგენელზე დაყრდნობით იუწყება.
გამოცემის წყაროს ცნობით, პარასკევს, 23 იანვარს დაწყებული მოლაპარაკებები „პროდუქტიული“ იყო და ხვალაც გაგრძელდება.
მედიის ცნობით, შეხვედრაზე „ბუფერული ზონებისა“ და „კონტროლის მექანიზმების“ საკითხები განიხილება. გარდა ამისა, კიევს სურს „ენერგეტიკული ზავის“ მიღწევა.
ამასთან, დღესმ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ დღეს და ხვალ აბუ დაბიში უკრაინის, რუსეთის და აშშ-ის სამმხრივ მოლაპარაკებებზე მთავარი განსახილველი საკითხი დონბასი იქნება