საბერძნეთის პარლამენტმა დაამტკიცა დოკუმენტი, რომელის მიხედვითაც მაკედონიას შეეძლება დაირქვას ჩრდილოეთ მაკედონია.
დოკუმენტის მიხედვით, დასრულდა მრავალწლიანი დავა ათენსა და სკოპიეს შორის და მოიხსნა ყველა ის ბარიერი, რომელიც უზღუდავდა მაკედონიას ევროატლანტიკურ სტრუქტურებში, ნატოსა და ევროკავშირში ინტეგრაციას.
ათენი წლების მანძილზე ხელს უშლიდა მაკედონიის ევროატლანტიკურ ინტეგრაციას, სწორედ მაკედონიის სახელწოდების გამო. რადგან საბერძნეთის ერთ-ერთ რეგიონს მაკედონია ჰქვია, ათენი შიშობდა, რომ ერთხელაც შესაძლოა მაკედონიას ტერიტორიული პრეტენზიები წამოეყენებინა.
საბერძნეთში ათენსა და სკოპიეს შორის ხანგრძლივი პროტესტი მოჰყვა. ბერძნები თვლიდნენ, რომ ეს შეთანხმება ქვეყნის ეროვნული ინტერესებისთვის საზიანო იყო.
მაკედონიაში ჩატარდა ასევე რეფერენდუმი, სადაც მოსახლეობის უმრავლესობამ მხარი დაუჭირა ქვეყნისთვის ჩრდილოეთ მაკედონიის დარქმევას.