ისლანდიამ შესაძლოა ევროკავშირში გაწევრიანებაზე უარი თქვას. ამის შესახებ ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა სიგმუნდურ დავიდ გუნლაუგსონმა განაცხადა.
მისივე თქმით, 2009 წელს შეტანილ განაცხადს ისლანდიის მთავრობა ევროკავშირიდან სავარაუდოდ უახლოეს ხანებში გამოიტანს.
ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებები ბრიუსელსა და რეიკიანვიკს შორის 2010 წელს დაიწყო, თუმცა 2013 წელს ხელისუფლებაში მოსულმა მემარჯვენე ცენტრისტებმა მოლაპარაკება შეაჩერეს. ამის მიზეზი ევროკავშირის მიერ თევზჭერაზე დაწესებული ახალი რეგულაციები გახდა.