"ირაკლი ღარიბაშვილი იყო წარმატებული ყველგან, სადაც ის დღემდე მოღვაწეობდა. ამას აქვს თავისი ძალიან მყარი და ლოგიკური საფუძველი - ეს არის განათლება და პროფესიონალიზმი, ეს არის პრინციპულობა. ირაკლი ღარიბაშვილმა ძალიან კარგად იცის სახელმწიფოს, სამართლის, კანონის და ღირსების ფასი და, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ე...
საკანონმდებლო ორგანომ პრემიერ-მინისტრი და მინისტრთა კაბინეტი დაამტკიცა. ირაკლი ღარიბაშვილის ხელახლა გაპრემიერებას მხარი 89 დეპუტატმა დაუჭირა, 2 კი წინააღმდეგ წავიდა. კენჭისყრაზე რეგისტრაცია გაიარა 94-მა დეპუტატმა. რეგლამენტის მიხედვით, პრემიერ-მინისტრისა და მთავრობის დასამტკიცებლად 76 დეპუტატის მხარდაჭერაა საჭი...
"ის ნაბიჯები, რაც შინაგან საქმეთა სამინისტროში გადაიდგა და ის პრიორიტეტები, რაზეც ბატონმა ვახტანგ გომელაურმა ისაუბრა, უდაოდ იმსახურებს ხაზგასმას და აღიარებას", - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ბერაიამ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა. "განსაკუთრებულ დაფასებას და მხარდაჭერ...
აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ნინო წილოსანმა იმედი გამოთქვა, რომ მთავრობის განახლებული შემადგენლობა პრემიერ-მინისტრობის კანდიდატის ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით სოფლის მეურნეობის განვითარებისთვის თანმიმდევრული პოლიტიკის გატარებას გააგრძელებს. ნინო წილოსანმა კოლეგებს შეახსენა,...
ევროპარლამენტარი პეტრას აუსტრევიჩუსი ფორმულასთან საუბარში საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებს ეხმაურება და აცხადებს, რომ მიუღებელია ოპოზიციური ლიდერების სამართლებრივი დევნა. აუსტრევიჩუსის განცხადებით, საქართველოს გეოპოლიტიკური სტრატეგია ეჭვს ბადებს და გაურკვეველს ხდის საითკენ მიდის ქვეყანა. ევროპ...
პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა ირაკლი ღარიბაშვილმა პარტია "მოქალაქეების" თავმჯდომარეს, დეპუტატ ალეკო ელისაშვილს მიმართა პარლამენტის ტრიბუნიდან და მოსთხოვა ერთი კონკრეტული მაგალითი მაინც მოეყვანა იმისა, რომ მიკერძოებული პოზიცია დააფიქსირა განსხვავებული აზრის მქონე ადამიანების მიმართ. ირაკლი ღარიბაშვილმა,...
თბილისის მერი კახა კალაძე პრემიერ-მინისტრობის კანდიდატს ირაკლი ღარიბაშვილს მომავალ საქმიანობაში წარმატებებს უსურვებს. კალაძის განცხადებით, ის ისურვებდა, რომ ღარიბაშვილმა შეძლოს ქვეყანაში არსებული პოლარიზაციის დასრულება. "ირაკლის მინდა წარმატებები ვუსურვო და ვისურვებდი, რომ ის ყოფილიყო გამაერთიანებელი ამ ქვეყნის, საზოგადოების. ვ...
პარტია "კანონი და სამართლის ლიდერი" თაკო ჩარკვიანი აცხადებს, რომ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი ირაკლი ღარიბაშვილი არის "რუსეთზე მომუშავე კაცი". ამის შესახებ ჩარკვიანმა "დღის კურიერის" ეთერში განაცხადა. თაკო ჩარკვიანის განცხადებით, ქართული სახელმწიფოებრიობის დათმობას არ შეურიგდება. ...
უახლოეს მთავრობის სხდომაზე, ჩვენ განსახილველად გამოვიტანთ მთავრობის დადგენილების პროექტს სახელმწიფო საწარმოთა რეფორმის საბჭოს შექმნის შესახებ - განაცხადა ფინანსთა მინისტრობის კანდიდატმა ივანე მაჭავარიანმა პარლამენტში გამოსვლისას. მისი თქმით, საბჭოს მუშაობაში აქტიურად ჩაერთვებიან სხვადასხვა უწყებ...
პოლიციის უზარმაზარი რესურსი ცდება დესტრუქციული ჯგუფების დევნაში, იქმნება ქოსის და დესტაბილიზაციის ფონი, ჩვენ ყოველ ასეთ გამოვლინებაზე ძალიან მკაცრი პოლიტიკა გვექნება, არავითარ კომპრომისს აღარ დავუშვებთ,- ამის შესახებ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა, ირაკლი ღარიბაშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა. ...
ALDE/ლიბერალთა და დემოკრატთა ალიანსი ევროპული პარტიისთვის პრეზიდენტი, ჰანს ვონ ბაალენი ირაკლი ღარიბაშვილს ღია წერილით მიმართავს: "გასულ პარასკევს, პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას გადადგომა ნათლად აჩვენებს, რომ საქართველოში არჩევნების შემდგომი კრიზისის პრაქტიკული გადაწყვეტა გარდაუვალია ისე როგორც არასდროს...
"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" პოლიტიკური საბჭოს წევრის თინა ბოკუჩავას განცხადებით, ივანიშვილმა ირაკლი ღარიბაშვილის წარდგენით მოალაპრაკების მაგიდაზე უარი თქვა. "ყველა პარტნიორი საუბრობს, რომ ახლა ყველაზე მნიშვნელოვანია დეესკალაცია. ღარიბაშვილის დანიშნვით, იმ უგუნური რიტორიკით, რაც მოვისმინეთ ამ ყეყეჩი ბატონისგ...
"ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისთვის" გენერალური მდივანი, გიგი უგულავა ამბობს, რომ ირაკლი ღარიბაშილის სიტყვას "ნულოვანი" ფასი აქვს. მისი თქმით, ოპოზიციას ღარიბაშვილის მუქარა გადაწყვეტილებებს ვერ შეაცვლევინებს. "ღარიბაშვილს ახლა თუ ჰგონია თავისი პრუტუნით ჩვენ აგვაგდე...
"ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისთვის" პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარე, გიგა ბოკერია ამბობს, რომ არა მხოლოდ ნიკა მელიას, არამედ მთელი პოლიტიკური სპექტრის წინააღმდეგ რეპრესიების ჩატარება მოუწევთ. "მე ვისურვებდი, რომ მათთვის ტრაგიკული და ქვეყნისთვის ძალიან ცუდი ნაბიჯ...
პარტია "ჩვენი საქართველო - სოლიდარობის ალიანსის" ყოფილი წევრი, გედევან ფოფხაძე ნაციონალური მოძრაობის ცენტრალურ ოფისში მივიდა. როგორც ფოფხაძემ აღნიშნა, ნიკა მელიას სოლიდარობას უცხადეს. "ნაციონალური მოძრაობა არის ერთ-ერთი გამოკვეთილი ოპოზიციური სუბიექტი, მაგრამ ამ კონკრეტულ შემთხვევაში, ...