დღეს დიდი ნაბიჯი გადავდგით ქვეყნის პოლიტიკური კრიზისიდან დასახსნელად - განაცხადა "სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე.
მისი თქმით, მიუხედავად წინგადადგმული ნაბიჯისა, ქვეყანაში ჯერ კიდევ არ დასრულებულა პოლიტიკური კრიზისი.
"[შარლ მიშელის] შეთანხმებას ზოგიერთი აღიქვამს საკუთარ მარცხად, მაგრამ ჩემი აზრით, ეს შეთანხმება არის ქართველი ხალხის გამარჯვება, ეს შეთანხმება უნდა იყოს ახალი ფურცელი, როგორც ქართულ პოლიტიკაში ასევე საქართველოს განვითარებაში, როცა თითოეულ საქართველოს პოლიტიკურ აქტორს უნდა ესმოდეს, რომ ყოველთვის უნდა მოუსმინოს სხვას, ყოველთვის შეთანხმების გზით უნდა ვიაროთ, რომ შეთანხმება არ არის ცუდი, შეთანხება არის ევროპული კულტურა, შეთანხმება დასავლური კულტურა, ეს არის ის მისწრაფება საითაც ჩვენ მივდივართ ყველანი. ეს არის უზარმაზარ შესაძლებლობა ყველა ჩვენგანისთვის მიუხედავად განსხვავებული პოლიტიკური შეხედულებებისა, რომ პასუხისმგებლობით მოვეკიდოთ და არ გავაჭიანუროთ პროცესი, რაც შეიძლება სწრაფად მივიღოთ ყველა ის ცვლილება რომელიც ამ დოკუმენტით არის ნაჩვენები და კიდევ ერთი დიდი კულტურა ვაჩვენოთ ქართულ საზოგადოებას", - განაცხდა ვაშაძემ.