უკრაინიდან საქართველოში სამხედრო პოლიციის ყოფილი უფროსის, მეგის ქარდავას ექსტრადირება განხორციელდა. თვითმფრინავის ტრაპიდან ჩამოსვლისთანავე მეგის ქარდავა ქართულ მიწას ემთხვია. საქართველოში ქარდავას წინააღმდეგ სისხლის სამართლის 15-მდე საქმე იყო წარმოებაში. ის სისხლის სამართლის 9 საქმეზე უკვე მსჯავრდებულია, ...
წლების განმავლობაში არცერთი პუტინის რუსეთის ჯაშუში არ დაუჭერიათ, რადგან ჩვენი ყველასი, მათ შორის ოპონენტების კონტროლით არიან დაკავებულები, რადგან ივანიშვილმა შეინარჩუნოს ძალაუფლება - ასე ეხმაურება „ევროპული საქართველოს“ თავმჯდომარე, გიგა ბოკერია სუსიდან გამოჟონილ ერთ-ერთ ფაილს. „მე მიმაჩნია...
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი სახელმწიფო ინსპექტორს, ლონდა თოლორაიას შეხვდა. ორბელიანების სასახლეში გამართულ შეხვედრაზე, საქართველოს პრეზიდენტმა და სახელმწიფო ინსპექტორმა, ბოლო პერიოდში ქვეყანაში განვითარებულ მოვლენებთან და გავრცელებულ ფარულ ჩანაწერებთან დაკავშირებით ისაუბრეს.
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი დღეს სახალხო დამცველს, ნინო ლომჯარიას შეხვდა. პრეზიდენტმა და სახალხო დამცველმა ორბელიანების სასახლეში გამართულ შეხვედრაზე ბოლო პერიოდში ქვეყანაში განვითარებულ მოვლენებთან და გავრცელებულ ფარულ ჩანაწერებთან დაკავშირებით ისაუბრეს.
მე, რა თქმა უნდა გახარიას დამცველად არ გამოვდგები, მაგრამ კოკაინის მოხმარების ბრალდება, ეს არის ტიპიური რუსული ხელწერა, - წერს სოციალურ ქსელში საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი. მისივე განმარტებით, ვერაფერ ახალს ივანიშვილის ხალხი ვერ იგონებს. "ცხოვრებაში არ მივკარებივარ არც ერთ მსგავს ნ...
საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი, თეა წულუკიანი და მინისტრის მოადგილე, სოსო გიორგაძე საერთაშორისო ტურნირების „მაია ჩიბურდანიძის თასი 2021" და „ნონა გაფრინდაშვილის თასი 2021" დახურვის ცერემონიას დაესწრნენ. ღონისძიება თბილისის ჭადრაკის სასახლის ეზოში, პანდემიის მიზეზით დაწესებული რეგ...
ალბანეთის პარლამენტმა დაამტკიცა ქვეყნის ახალი მთავრობა, რომელშიც ქალი მინისტრები დომინირებენ და სამთავრობო პროგრამა, რომელიც მიზნად ისახავს ეკონომიკურ წინსვლას, ტურიზმის, სოფლის მეურნეობის, ინფრასტრუქტურისა და ენერგეტიკის სფეროების განვითარებაზე ფოკუსირებით. მთავრობისა და სამთავრობო პროგრამის დამტკიცებას პარლამ...
არჩევნების შემდეგ იქნება სხდომა და პარლამენტი მიიღებს ნიკა მელიას დეპუტატობის უფლებამოსილების შეჩერების გადაწყვეტილებას,- ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, შალვა პაპუაშვილმა „ქართული ოცნების“ ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. „დღეს კომიტეტი განიხილავს ნიკა მელიას სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტ...
მე მგონი არ ვაპირებ ბიზნესში დაბრუნებას, განაცხადა "ცენტრ პოინტის" ერთ-ერთმა დამფუძნებელმა მაია რჩეულიშვილმა საპატიმროს დატოვების შემდეგ. მისი განმარტებით, მუშაობას ალბათ სხვანაირ ფორმატში გააგრძელებს. "ჩვეულებრივი მუშა პროცესი დაიწყება ახლა, ყოველდღიური რუტინა. მე ვუხდი უდიდეს ბ...
„პირველ რიგში, ყველას ვუხდი ბოდიშს, რომ ამდენი ხანი დაგვიანდა. მეორე - უდიდესი მადლობა მერიას, რომელიც გვერდით დაგვიდგა და დიდება უფალს, რომ დამთავრდა“, - განაცხადა მაია რჩეულიშვილმა საპატიმროს დატოვების შემდეგ. მისივე თქმით, ინვესტორებს გადაეცათ შპს-ები და დარწმუნებულია, რომ, მერიის ზედამხედველობის ფარ...
უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილების თანახმად, COVID-19-ის გავრცელების პრევენციის მართვის ფარგლებში, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის წარმომადგენლებმა საზოგადოების ინფორმირებულობის გაზრდის მიზნით, ქვეყნის მასშტაბით, საცალო/საბითუმო ვაჭრობ...
"ივანიშვილის რეჟიმი რუსულ ინტერესებს ემსახურება“, - ასე ეხმაურება „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი, გიორგი კანდელაკი მიმდინარე სასამართლო პროცესს სერგეი ბოკარევის ექსტრადირების შესახებ. "ქართული ოცნების“ რეჟიმმა, როგორც კოლაბორაციონისტულმა რეჟიმმა მყისიერად...
„ქართული სპორტი იმსახურებს იმას, რომ მის მუზეუმს ჰქონდეს შესაბამისი საექსპოზიციო სივრცე," - განაცხადა საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრმა, რომელიც საქართველოს ეროვნულ მუზეუმში ყოფილი სპორტის მუზეუმის კუთვნილი ფონდების დასათვალიერებლად იმყოფებოდა. თეა წულუკიანმა ყოფილი სპორტის მ...
მოვუწოდებთ ადგილობრივ სადამკვირვებლო ორგანიზაციებს, იხელმძღვანელონ მტკიცების მინიმალური სტანდარტით მაინც, რათა მათი ანგარიშები უნებლიედ არ გახდეს დეზინფორმაციის გავრცელების ინსტრუმენტი, - განაცხადა „ქართული ოცნების“ დეპუტატმა, შალვა პაპუაშვილმა. პაპუაშვილმა დღეს გამართულ ბრიფინ...
"ცენტრ პოინტის" დამფუძნებელთან საპროცესო შეთანხმება გააფორმა და მაია რჩეულიშვილი საპატიმროს დღეს დატოვებს. "დასრულდა, საპროცესო გაფორმდა, ჩვენი აქტივები გადავეცით ახალ ინვესტორებს. კომპანია ცენტრ პოინტის ეს 12-წლიანი ეპოპეა დასრულდა", - აღნიშნა გუკა რჩეულიშვილმა. მაია რჩეულიშვილი 2016 წელს დააკავეს მას თაღლი...