გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი, იტალიის პრემიერ-მინისტრი მარიო დრაგი და საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი კიევში ჩასვლას აპირებენ. იტყობინება გერმანული გამოცემა Bild-ი.
Bild-ი საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ გერმანიის, საფრანგეთისა და იტალიის ლიდერები უკრაინას დიდი შვიდეულის სამიტამდე (G7) ეწვევიან.
ოფიციალურად ეს ინფორმაცია ჯერჯერობით არცერთი ქვეყნის დედაქალაქს არ დაუდასტურებია.
გერმანიის მთავრობის სპიკერმა Reuters-თან საუბრისას განაცხადა, რომ "არ შეუძლია" კანცლერის ვიზიტის შესახებ ინფორმაციის დადასტურება.
"დიდი შვიდეულის" ლიდერთა სამიტი, რომელსაც წელს გერმანია თავმჯდომარეობს, 26-28 ივნისს ბავარიაში გაიმართება.
უსაფრთხოების ზომებიდან გამომდინარე, ომის მდგომარეობაში მყოფ ქვეყანაში ვიზიტის დროს, ლიდერები, როგორც წესი, წინასწარ არ აჟღერებენ ინფორმაციას.