უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკიმ მიენიჭა ბორის ნემცოვის სახელობის პრემია "სიმამაცისთვის".
ბორის ნემცოვის ფონდმა წლევანდელ პრემიაზე უკრაინელი ნომინანტების წარდგენა გადაწყვიტა.
ნომინანტებს შორის იყვნენ კიევის მერი ვიტალი კლიჩკო, ჯგუფ "ოკეან ელზის" ლიდერი სვიატოსლავ ვაკარჩუკი, საბრძოლო სამედიცინო მოხალისეების განყოფილების დამფუძნებელი იულია პაევსკაია, უკრაინის პრეზიდენტის მრჩეველი ოლექსეი არესტოვიჩი და სხვები.
ფონდის დამფუძნებლებისა და გამგეობის სარეიტინგო კენჭისყრის შედეგების საფუძველზე, გადაწყდა, რომ 2022 წელს უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ბორის ნემცოვის პრემიით დაჯილდოვდეს.
გასულ წელს, ბორის ნემცოვის პრემია რუს ოპოზიციონერ პოლიტიკოსს ალექსეი ნავალნის გადაეცა.