ევროკავშირი უკრაინასთან დაკავშირებით ისტორიული გადაწყვეტილების ზღვარზეა 23-24 ივნისის სამიტის წინ, სადაც უკრაინისთვის ევროკავშირში წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭების საკითხი განიხილება, - ამის შესახებ ვეროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა კიევში ვიზიტის შემდეგ განაცხადა. იუწყება DW.
"ვიმედოვნებ, რომ 20 წლის შემდეგ ამ მოვლენების გახსენებისას, შევძლებთ ვთქვათ, რომ სწორად მოვიქეცით", - განაცხადა ფონ დერ ლაიენმა კიევში ვიზიტის შემდეგ პოლონეთში დაბრუნებისას.
მისი თქმით, უკრაინამ ბოლო წლებში ბევრს მიაღწია, მაგრამ გასაკეთებელი კიდევ ბევრი აქვს.
11 ივნისს, ევროკომისიის ხელმძღვანელმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა მოლაპარაკება გამართა პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან და განაცხადა, რომ უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების განაცხადის შეფასებას მომავალი კვირის ბოლომდე დაასრულებენ.