ENG / RUS       12+

ყველა სიახლე

  • ევროპის დღესთან დაკავშირებით მთელი რიგი ღონისძიებები იგეგმება

    ევროპის დღესთან დაკავშირებით მთელი რიგი ღონისძიებები იგეგმება

    4-16 მაისს, საქართველოში, ევროპულ დღესთან დაკავშირებით, ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის მხარდაჭერით რიგი ღონისძიება გაიმართება. უფრო კონკრეტულად, როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" გიორგი ბარამიძის აპარატიდან აცნობეს, დღეს, 7 მაისს, ევროპულ სკოლაში "ევ...

    07 მაისი 2010, 10:40
  • მეორე მსოფლიო ომის ვეტერანები 200 ლარიან ერთჯერად დახმარებას მიიღებენ

    მეორე მსოფლიო ომის ვეტერანები 200 ლარიან ერთჯერად დახმარებას მიიღებენ

    მეორე მსოფლიო ომის ვეტერანები ფაშიზმზე გამარჯვების დღესთან დაკავშირებით 200 ლარიან ერთჯერად დახმარებას მიიღებენ. დეტალებზე დღეს თავად ჯანდაცვის მინისტრი გამარულ ბრიფინგზე ისაუბრებს. საქართველოში სულ მეორე მსოფლიო ომის 6 ათასამდე მონაწილე და 12 ათასამდე მათთან გათანაბრებული პირია. დღეს ყველა მა...

    07 მაისი 2010, 10:25
  • ზურაბ პოლოლიკაშვილი ტურისტულ გამოფენა " Batumi Expo 2010"-ს გახსნის

    ზურაბ პოლოლიკაშვილი ტურისტულ გამოფენა " Batumi Expo 2010"-ს გახსნის

    ეკონომიკური განვითარების მინისტრი ზურაბ პოლოლიკაშვილი ბათუმში ტურისტულ გამოფენა " Batumi Expo 2010"-ს გახსნის. ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, გახსნაში პოლოლიკაშვილი მონაწილეობას, აჭარის მთავრობის თავმჯდომარესთან ლევან ვარშალომიძესთან ერთად მიიღებს. წლევანდელი გამოფენის მთავარი თემები საერთ...

    07 მაისი 2010, 10:20
  • დავით ბაქრაძემ შვედეთში შეხვედრები გამართა

    დავით ბაქრაძემ შვედეთში შეხვედრები გამართა

    საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიები, საქართველო-რუსეთისა და რუსეთ-ევროკავშირის ურთიერთობა და თვითმმართველობის არჩევნები იყო შვედეთში დავით ბაქრაძისა და საქართველოს პარლამენტის დელეგაციის შეხვედრებზე განხილვის მთავარი თემა. შვედეთი როგორც ევროკავშირის წევრი ქვეყანა და პოლონეთთან ერთად აღმოსავლეთ პარტ...

    07 მაისი 2010, 10:16
  • ცესკო ათ პოლიტიკურ პარტიასთან მემორანდუმს გააფორმებს

    ცესკო ათ პოლიტიკურ პარტიასთან მემორანდუმს გააფორმებს

    საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია დღეს წინასაარჩევნო პერიოდში ადმინისტრაციული რესურსების არ გამოყენების საკითხთან დაკავშირებით ათ პოლიტიკურ პარტიასთან მემორანდუმს გააფორმებს. დოკუმენტზე ხელის მოწერას არ აპირებენ "ალიანსის" წევრები და "მრეწველები". მათი განცხადებით, მემორანდუმზ...

    07 მაისი 2010, 10:11
  • კობა დავითაშვილი: ძიძიგური სროლას მხოლოდ პლაკატების გაკვრისთვის არ დაიწყებდა

    კობა დავითაშვილი: ძიძიგური სროლას მხოლოდ პლაკატების გაკვრისთვის არ დაიწყებდა

    "ხალხის პარტიის" ლიდერი კობა დავითაშვილი დარწმუნებულია, რომ "ეროვნული საბჭოს" თბილისის მერობის კანდიდატი ზვიად ძიძიგური მმართველი გუნდის აქტივისტებს მხოლოდ პლაკატების გაკვრისთვის არ გაუსწორდებოდა. როგორც დავითაშვილმა "ჯი-ეიჩ-ენს" განუცხადა, ის ეჭვობს, რომ მერობის კან...

    07 მაისი 2010, 10:06
  • სამგორის რაიონში შვიდი სახლი დაიტბორა

    სამგორის რაიონში შვიდი სახლი დაიტბორა

    შვიდი სახლი დაიტბორა თბილისში სამგორის რაიონში რკინიგზის სადგურ "ველის" მიმდებარე ტერიტორიაზე. მოსახლეობის განცხადებით ტერიტორიის დატბორვის მიზეზი რკინიგზის ორგანიზაცია "პე-მე-ეს"-ის მიერ განხორციელებული სამუშაოებია. დაზარალებულების თქმით, ამ ორგანიზაციის ხელმძღვანელობის გა...

    07 მაისი 2010, 10:00
  • ზვიად ძიძიგურმა ნაციონალური მოძრაობის პლაკატების გაკვრა იარაღიდან გასროლით გააპროტესტა

    ზვიად ძიძიგურმა ნაციონალური მოძრაობის პლაკატების გაკვრა იარაღიდან გასროლით გააპროტესტა

    ზვიად ძიძიგურის სახლთან ინციდენტი მოხდა. "ეროვნული საბჭოს" მიერ დედაქალაქის მერობის კანდიდატდ წარდგენილმა ძიძიგურმა თავისი საცხოვრებელი სახლთან ნაციონალური მოძრაობის პლაკატების გაკვრა გააპროტესტა. თვითმხილველთა, თქმით ზვიად ძიძიგურმა იარაღიდანაც ისროლა, მოგვიანებით კი მან სიტყვიერ...

    07 მაისი 2010, 09:38
  • დღეს ვასილ ამაშუკელის ფილმის აღდგენილი ვერსიის ჩვენება გაიმართება

    დღეს ვასილ ამაშუკელის ფილმის აღდგენილი ვერსიის ჩვენება გაიმართება

    დღეს, 7 მაისს, 13:00 საათზე, საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტროში გაიმართება ვასილ ამაშუკელის ფილმის "ქართველი მგოსნის აკაკი წერეთლის მოგზაურობა რაჭა-ლეჩხუმში 21 ივლისიდან 2 აგვისტომდე, 1912 წელს~ აღდგენილი ვერსიის ჩვენება. ფილმის ხანგრძლივობა 32 წუთია. პრეზენტაციაზე ...

    07 მაისი 2010, 09:27
  • აკაკი წერეთლის ლექსებზე შექმნილი სიმღერებისა და პოეზიის საღამო მოეწყობა

    აკაკი წერეთლის ლექსებზე შექმნილი სიმღერებისა და პოეზიის საღამო მოეწყობა

    დღეს, 7 მაისს, ფესტივალ "ქართული სულის" ფარგლებში მოეწყობა აკაკი წერეთლის ლექსებზე შექმნილი სიმღერებისა და პოეზიის საღამო "აკაკი _ 170 წლისთავი". 12 მაისს კი, ფესტივალის ფარგლებში გაიმართება ქართული სიმღერის საღამო "ქართულ ხმების" უფროსი, ახალგაზრდა და პატარა თაობების, თბილისის...

    07 მაისი 2010, 09:18
  • რუსთაველის თეატრში ომის ვეტერანებთან შეხვედრა გაიმართება

    რუსთაველის თეატრში ომის ვეტერანებთან შეხვედრა გაიმართება

    დღეს, 7 მაისს, 14:00 საათზე, შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო დრამატულ თეატრში გაიმართება შეხვედრა ომის ვეტერანებთან, რომელიც ფაშიზმზე გამარჯვების 65-ე წლისთავს ეძღვნება. ღონისძიება ტარდება კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტროს ორგანიზებით. საზეიმო შეხვედრა დასრულდება კონცერტით, რომელშიც მ...

    07 მაისი 2010, 09:10
  • ტელეკომპანიებისთვის საგადასახადო დავალიანების ჩამოწერის კანონპროექტების შესახებ მრგვალი მაგიდა გაიმართება

    ტელეკომპანიებისთვის საგადასახადო დავალიანების ჩამოწერის კანონპროექტების შესახებ მრგვალი მაგიდა გაიმართება

    დღეს, 7 მაისს, 14:00 საათზე, სასტუმრო "ქორთიად მარიოტში" ტელესამაუწყებლო კომპანიებისთვის საგადასახადო დავალიანებისა და მასზე დარიცხული საურავების ჩამოწერის კანონპროექტების შესახებ მრგვალი მაგიდა გაიმართება. როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" ღონისძიების ორგანიზატორებმა აცნობეს, არასამთავრობო ორგანიზა...

    07 მაისი 2010, 08:59
  • ქუთაისის პროკურატურის შენობაში დაზარალებულთა საკონსულტაციო ცენტრი გაიხსნება

    ქუთაისის პროკურატურის შენობაში დაზარალებულთა საკონსულტაციო ცენტრი გაიხსნება

    დღეს, 7 მაისს, 11:30 საათზე, ქუთაისის პროკურატურის შენობაში საქართველოს მასშტაბით დაზარალებულთა პირველი საკონსულტაციო ცენტრი გაიხსნება. ცენტრს მთავარი პროკურორის პირველი მოადგილე დავით საყვარელიძე გახსნის. როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" პროკურატურიდან აცნობეს, დაზარალებულთა დახმარების ცენტრში კონკურსის ...

    07 მაისი 2010, 08:49
  • ბათუმში ტურისტული გამოფენა "BatumiExpo 2010" გაიმართება

    ბათუმში ტურისტული გამოფენა "BatumiExpo 2010" გაიმართება

    დღეს, 7 მაისს, ბათუმში რიგით მესამე საერთაშორისო ტურისტული გამოფენა " BatumiExpo 2010" გაიხსნება. აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპატამენტიდან ცნობით, გამოფენა ევროპის მოედანზე ჩატარდება. გამოფენაში სხვადასხვა ქვეყნის ტურისტული კომპანიები და სხვადასხვა სექტორის წარმომადგენლ...

    07 მაისი 2010, 08:38
  • ეკონომიკის სამინისტრო ჩხეიძის ქუჩაზე მდებარე შენობა-ნაგებობებს ყიდის

    ეკონომიკის სამინისტრო ჩხეიძის ქუჩაზე მდებარე შენობა-ნაგებობებს ყიდის

    დღეს, 7 მაისს, საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროში აუქციონი გამიართება. სამინისტრო თბილისში, ჩხეიძის ქუჩაზე მდებარე შენობა-ნაგებობებს ყიდის. ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, აუქციონზე გაიყიდება ჩხეიძის # 8-ში მდებარე შენობა-ნაგებობები და 9 148 კვ.მ მიწის ნაკვეთი. ობიექტის საწყისი გასაყიდი...

    07 მაისი 2010, 08:22