აჭარის ბიუჯეტი 3,2 %-იანი გადაჭარბებით შესრულდა.
როგორც სააგენტო "ჯი-ეიჩ-ენს" აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროდან აცნობეს, აჭარის იანვარ-ნოემბრის ბიუჯეტი 115 მლნ. 755 ათას 700 ლარით განისაზღვრა, თუმცა შესრულებამ 119 მლნ. 425 ათას 600 ლარი შესრულა და საბოლოო ჯამში გეგმა 103,2 %-ით შესრულდა.
აჭარის 11 თვის ბიუჯეტის გადასახადების ნაწილი 101,3 %-ით, სხვა შემოსავლები - 107,5 %-ით, არაფინანსების აქტივების მუხლი კი 107,5 %-ით შესრულდა.
აჭარის რაიონებიდან ბიუჯეტში დაგეგმილზე საკმაოდ მეტი თანხების მობილიზება მოახერხა ქობლეთის მუნიციპალიტეტმა. აჭარის ფინანსთა და ეკონომიკს სამინისტროს ინფორმაცით, 11 თვის განმავლობაში ქობულეთის მუნიციპალური ბიუჯეტი 142 %-ით შესრულდა. ხულოს მუნიციპალური ბიუჯეტი - 123,1 %-ით, შუახევის - 117,8 %-ით, ხელვაჩაურის - 116,6 %-ით, ხოლო ქედას ბიუჯეტი საანგარიშო პერიოდში 110,4 %-ით შესრულდა