თეთრი სახლის ადმინისტრაცია რუსეთთან რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვითი სისტემების შესახებ "საიდუმლო მოლაპარაკებებს" კატეგორიულად უარყოფს.
როგორც ჟურნალისტებს აშშ-ის სახელმწიფო მდივანის თანაშემწემ ფილიპ კროულიმ განუცხადა, ამერიკულ მხარეს მოსკოვთან არანაირი საიდუმლო მოლაპარაკები არ ჰქონია.
"როგორც დღევანდელი პრეზიდენტის, ასევე ყოფილი პრეზიდენტის ჯორჯ ბუშის ადმინისტრაციას რუსეთთან რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვითი სისტემების საკითხზე კონტაქტი ჰქონდა, მაგრამ ეს არავისთვის ყოფილა საიდუმლო. ჩვენ ახლაც ვაგრძელებთ ამ საკითხებზე რუსეთთან მუშაობას და არ გამოვრიცხავთ შემდგომ მოლპარაკებს", - აღნიშნა კროულიმ.
მოსკოვსა და ვაშინგტონს შორის რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვითი სისტემების შესახებ საიდუმლო მოლაპარაკებზე სტატია "ვაშინგტონ თაიმსმა" გამოაქვეყნა.