ამერიკის შეერთებული შტატების ხელისუფლების თვალში ორგანიზაცია "Wikileaks " ხელმძღვანელი ჯულიან ასანჯი "არა ჟურნალისტი, არამედ ანარქისტია", რომელიც არ ითვალისწინებს სხვა ადამიანების ინტერესებს, მათ შორის უსაფრთხოების კუთხით, რის გამოც დასჯას იმსახურებს.
ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწემ ფილიპ კროულიმ ვაშინგტონში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მისი შეფასებით, ასეთი მიდგომა პრესის თავისუფლების პრინციპებს ეწინააღმდეგება.
ჟურნალისტების კითხვა ეხებოდა იმას, რომ ამერიკელი დიპლომატების კონფიდენცილური მიმოწერის გაჟონვაზე პასუხისმგებლობა არა ჟურნალისტებს, არამედ იმას უნდა დაეკისროს, ვისაც ეს მასალები გაეპარა.
აღნიშნულზე კროულიმ განაცხადა, რომ ეს ადამიანები შედიოდნენ აშშ-ის ხელისუფლებაში, თუმცა არა სახელმწიფო დეპარტმენტში. მან პირობა დადო, რომ აშშ-ის ხელისუფლება დამნაშავებს იპოვის და დასჯის.
"არაფერი არ შეცვლის ჩვენს დამოკიდებულებას თავისუფალი პრესის სასიცოცხლო მნიშვნელობის მიმართ, მაშინაც კი როდესაც პრესა დგავს ნაბიჯს, რომელსაც შეიძლება ჩვენ ვეთანხმებით ან არ ვეთანხმებით. მაგრამ აქ პრინციპულად მნიშვნელოვანია, რომ ვთქვათ - ასანჯი არა ჟურნალისტი, არამედ ანარქისტია და ის არ იმსახურებს დაცვას, როგორც ჟურნალისტი", - აღნიშნა კროულიმ.
შეგახსენებთ, რომ "Wikileaksს" ჩაუვარდა ხელში აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის დიპლომატების უცხო ქვეყნის დიპლომატებთან მიმოწერის საიდუმლო მასალები, რომელიც ორგანიზაციამ, აშშ-ის სახელწიფო დეპარტამენტის თხოვნის მიუხედავად, მაინც გამოაქვეყნა.