ხვალ, 22 მარტს, გალში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების სამუშაო ჯგუფის 26-ე შეხვედრა გაიმართება. შეხვედრაზე აფხაზი სეპარატისტები შეხვედრის მონაწილე საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლებისგან აფხაზეთის ე. წ. მოქალაქის მერაბ ყოლბაიას ე. წ. გატაცების ფაქტის გამოძიებას მოითხოვე...
ლიბიის მთავრობა უარყოფს გავრცელებულ ინფორმაციას მუამარ კადაფის ვაჟის, მუამარ კადაფი ხამისის დაღუპვის შესახებ. ინფორმაციას ამის შესახებ იტალიური გაზეთის "La Repubblica"-ს ვებგვერდი ავრცელებს. "ეს განცხადება მცდარია", _ განაცხადა მთავრობის წარმომადგენელმა. ამას გარდა, ...
22 მარტს, 13:00 საათზე, ქართული ხალხური სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო აკადემიური ანსამბლის ხელმძღვანელობა გამართავს პრესკონფერენციას ანსამბლ "რუსთავის" მთავარი ქორეოგრაფის, ფრიდონ სულაბერიძის ვარსკვლავის გახსნასთან დაკავშირებით (აღმაშენებლის 103). ვარსკვლავი 25 მარტს, საქართველოს კულტურ...
მარნეულში ჩასულმა საქართველოს პრეზიდენტმა აზერბაიჯანის ყოფილ ელჩს საქართველოში, რამიზ გასანოვს, ღირსების ორდენი გადასცა. როგორც სააკაშვილმა აღნიშნა, გასანოვს ჯილდო საქართველოსა და ქართველი ერის სიყვარულისთვის გადაეცა. "რამდენიმე წლის წინ ერთად ჩავუყარეთ საფუძველი ამ სპორტის სასახლეს, ამ ახ...
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო რუსეთსა და აფხაზეთის დე-ფაქტო ხელისუფლებას შორის დელიმიტაციისა და დემარკაციის თაობაზე მიმდინარე მოლაპარაკებებს გმობს. "საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო უფლებამოსილია განაცხადოს, რომ ერთადერთ მხარეს, რომელთანაც შესაძლებელია მიმდინარეობდეს მოლაპარაკებები საქართველოს სა...
23 მარტს რუსეთის დუმა რუსეთსა და მის მიერ ოკუპირებულ საქართველოს ორ რეგიონს - აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონს - შორის უვიზო მიმოსვლის შესახებ ხელშეკრულების რატიფიკაციაზე იმსჯელებს. ინფორმაციას ამის შესახებ რუსეთის დუმის აპარატში ადასტურებენ. "აღნიშნული შეთანხმება ითვალისწინებს უვიზო რეჟიმის ამ...
ლიბიის ლიდერის, მუამარ კადაფის ადგილსამყოფელი საერთაშორისო კოალიციის მიერ ტრიპოლში ლიბიის სამთავრობო კომპლექსზე მიტანილი იერიშის შემდეგ უცნობია. ინფორმაციას ამის შესახებ ტელეკომპანია "სი-ენ-ენი" ავრცელებს. ლიბიის მედიის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, საერთაშორისო კოალიციის ძალებმა ტრიპოლში სამ...
ხვალ, 22 მარტს, პარლამენტი 2011 წლის სახელმწიფო ბიუჯეტში ცვლილებებს დაამტკიცებს. როგორც ცნობილია, მიმდინარე წლის სახელმწიფო ბიუჯეტში ცვლილებები გარემოს დაცვის სამინისტროს რეორგანიზაციამ გამოიწვია. საბიუჯეტო ცვლილებების თანახმად, გარემოს დაცვის სამინისტროს 27 207.9 ათას ლარიდან რეორგანიზაციის შედეგად 15 079.8 ათასი...
პარლამენტის თავმჯდომარემ, დავით ბაქრაძემ, კომიტეტებს "ელექტროენერგიისა და გაზის შესახებ" კანონში დეპუტატ ჯონდი ბაღათურიას მიერ მომზადებული ცვლილების განხილვა დაავალა. როგორც ბიუროს სხდომაზე ბაღათურიამ აღნიშნა, კომიტეტების მხრიდან მის კანონპროექტს განხილვის ვადა ისე გავიდა, რომ მასზე არ უმსჯელი...
ხვალ, 22 მარტს, პარლამენტში სამთავრობო დებატები გაიხსნება. დებატებს საქართველოს პრემიერ-მინისტრი ნიკოლოზ გილაური გახსნის, რომელიც დეპუტატების წინაშე მოხსენებით გამოვა, კერძოდ კი პრემიერი ისაუბრებს ქვეყანაში არსებულ ვითარებაზე და მთავრობის სამომავლო გეგმებზე. გილაურის შემდეგ საპარლამენტო ტრიბუნას...
დღეს "თბილისი-მარიოტში" არასამთავრობოებისა და მედიის წარმომადგენლებმა პარლამენტს მიმართეს, რათა მედიაგამჭვირვალეობისთვის მომზადებული კანონპროექტების განხილვა დააჩქაროს. კანონპროექტების ავტორები მოუწოდებენ საქართველოს საკანონმდებლო ორგანოს, რეგლამენტის შესაბამისად, უმრავლესობის მიერ ინიცირებულ კანონპროექტებთან ერთად განიხილოს მე...
საქართველოს კონტროლის პალატას შვედეთის ეროვნული აუდიტორული ოფისის (SNAO-ს) წარმომადგენლები ეწვივნენ. სტუმრობის მიზანია კონტროლის პალატის თანამშრომლებთან შიდა და გარე კომუნიკაციების თემაზე შეხვედრების გამართვა. აღნიშნული შეხვედრა პროექტის, ,,ინსტიტუციური თანამშრომლობის ხელშეწყობა საქართველოს კონტროლის პალატასა ...
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ნიკოლოზ გილაურმა წეროვანში საპნის ქარხანა დაათვალიერა. კომპანია "ბერტა" საყოფაცხოვრებო მოხმარებისა და ჰიგიენური საშუალებების პროდუქტების პირველი და უდიდესი მწარმოებელია ამიერკავკასიის რეგიონში. "დღეს უახლოესი ტექნოლოგიების მქონე "ევროპული" საწარმო დავათვალიერეთ. როდესაც...
ევროპარლამენტარები აფხაზეთიდან ინერტული მასალის უკანონო გატანასთან დაკავშირებით უკმაყოფილებას გამოთქვამენ. ამის შესახებ ბიუროს სხდომაზე საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, ევროპარლამენტში ქართული დელეგაციის ხელმძღვანელმა აკაკი მინაშვილმა განაცხადა. "ევროპარლამენტარებმა წუხილი გამ...
საქართველოს პრეზიდენტმა აზერბაიჯანელებს ნოვრუზ-ბაირამის დღესასწაული მიულოცა. ქვეყნის პირველი პირი მარნეულში იმყოფებოდა და ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა. "დღევანდელი დღე არის მნიშვნელოვანი საქართველოში. ეს არის გაზაფხულის დღე. გისურვებთ წარმატებულ წელიწადს, აღმშენებლობასa და ყველა სიძნელის...