დედამიწას დღეს ძლიერი გეომაგნიტური ქარიშხალი დაატყდება თავს. ამის მიზეზი მზეზე მომხდარი უძლიერესი აფეთქებაა.
მნათობზე ამოფრქვევები "ნასას" თანამგზავრებმა დააფიქსირეს. გავარვარებული პლაზმა, რომელიც პროტონების, ელექტრონებისა და მძიმე ელემენტებისაგან შედგება დედამიწას ჩვენი დროით 18:00 საათისათვის მოუახლოვდება.
მზეზე მომხდარმა კორონალურმა ამოფრქვევებმა შესაძლოა თანამგზავრების მწყობრიდან გამოყვანა, დედამიწაზე კი კავშირგაბმულობის ხარვეზები გამოიწვიოს.