ადრიატიკის ზღვაში დაღუპულ ქართველ მეზღვაურს ბექა ურუშაძეს სამშობლოში დღეს გადმოასვენებენ. საგანგებოდ ამისათვის ბათუმიდან სტამბულში აჭარის მთავრობა სპეციალურ მანქანას გააგზავნის.
საქართველოს მეორე მოქალაქე მალხაზ ლაზიშვილის მაშველებმა ერთკვირიანი ძებნის მიუხედავად მაინც ვერ მიაგნეს. თურქულ ტანკერზე მომხდარი აფეთქებისას გადარჩენილი ქართველი მეზღვაურები სამშობლოში რამდენიმე დღის წინ დაბრუნდნენ.