13 სექტემბერს უკრაინის ძალებმა რუსეთის კრასნოდარის მხარეში, ქალაქ კუბანის სლავიანსკში მდებარე ნავთობგადამამუშავებელ ქარხანა „სლავიანსკ-ეკოზე" იერიში მიიტანეს.
ამის შესახებ უკრაინის თავდაცვის სამინისტროს სამხედრო დაზვერვის მთავარი სამმართველო იტყობინება. იუწყება უკრაინული მედია.
დაზვერვის ინფორმაციით, დარტყმა სამხედრო დაზვერვის აქტიური მოქმედებების დეპარტამენტისა და უპილოტო სისტემების დეპარტამენტის ოპერატორებმა, თავდაცვის ძალების სხვა დანაყოფებთან ერთად, განახორციელეს.
დაზვერვის ინფორმაციით, დარტყმის შედეგად ქარხნის ნავთობის გადამუშავების ძირითადი დანადგარი და საწარმოს რეზერვუარების პარკი დაზიანდა.
დარტყმის შემდეგ ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის ტერიტორიაზე მასშტაბური ხანძარი გაჩნდა. უკრაინის სამხედრო დაზვერვის განცხადებით, ხანძრის შედეგად წარმოქმნილი კვამლი და ცეცხლი ათეულობით კილომეტრის მანძილზე ჩანდა.