რუსეთის მიერ კრამატორსკზე განხორციელებული ორი თავდასხმის შედეგად 2 ადამიანი დაიღუპა, 10 დაშავდა
13 სექტემბერს დონეცკის ოლქის ქალაქ კრამატორსკზე რუსეთის ძალებმა ორი იერიში მიიტანეს, რასაც ორი მშვიდობიანი მოქალაქე ემსხვერპლა, კიდევ 10 ადამიანი კი დაშავდა.
ამის შესახებ უკრაინული მედია დონეცკის ოლქის პროკურატურაზე დაყრდნობით იუწყება.
პირველი დარტყმა ადგილობრივი დროით, დაახლოებით 10:05 საათზე განხორციელდა. თავდასხმის ეპიცენტრში სამოქალაქო ავტომობილი აღმოჩნდა. დაიღუპა ორი ადამიანი, ოთხი კი დაშავდა.
დაახლოებით 10:55 საათზე რუსეთის ძალებმა ქალაქზე ვიაბომბები ჩამოაგდეს. მეორე თავდასხმის შედეგად კიდევ ექვსი ადამიანი დაშავდა.
დარტყმების საბოლოო შედეგები ამ დროისთვის ზუსტდება.