დღეს, 24 იანვარს, 12:30 საათზე, საქართველოს საავტორო უფლებათა ასოციაციასა და "ლელა წურწუმია და კომპანიას" შორის სალიცენზიო შეთანხმება გაფორმდება. ლიცენზიის საფუძველზე, კომპანიის ორგანიზებით გამართული კონცერტები და სხვა ღონისძიებები საავტორო უფლებებით იქნება დაცული. ღონისძიებებში გამოყენებული ნაწარმოებების ავტორებისათვის (კომპოზიტორები, ტექსტის ავტორები და სხვა) ჰონორარები იქნება გადახდილი, რაც მათ ასოციაციის მეშვეობით გაუნაწილდებათ.
ლიცენზიას ხელს მოაწერენ საქართველოს საავტორო უფლებათა ასოციაციის თავმჯდომარე გიგა კობალაძე და "ლელა წურწუმია და კომპანიის" დირექტორი კახა მამულაშვილი.