რუსეთის პრემიერ მინისტრი ვლადიმერ პუტინი კისლოვოდსკში ფედერაციის რესპუბლიკების ლიდერებთან შეხვედრაზე აცხადებს, რომ რუსეთის ძლიერების მთავარ ბერკეტს ჩრდილოეთ კავკასია წარმოადგენს და შიშობს, რომ თუ ქვეყანას მის ამ ერთეულებს ჩამოაცილებენ ის მეორეხარისხოვან რეგიონეულ ძალად გადაიქცევა.
ვლადიმერ პუტინმა ყურადღება წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში გუბერნატორების არჩევითობაზეც შეაჩერა. განსაკუთრებული მხარდაჭერა კი შიდაპოლიტიკურ სიტუაციაში ჩეჩნეთის პრეზიდენტის რამზან კადიროვისგან მიიღო. კადიროვმა განაცხადა, რომ მისი ნება რომ იყოს, რუსეთში მიმდინარე საპროტესტო აქციის ყველა ორგანიზატორს ციხეში ჩასვამდა.
"ჩვენი პოლიტიკური კონკურენტები საუკუნეების განმავლობაში ცდილობდნენ ჩრდილოეთ კავკასია რუსეთს ჩამოაცილონ. ეს კიდევ ერთხელ მოწმობს ამ რეგიონის მნიშვნელობას. თუ რუსეთს ნაციონალური ერთეულები ჩამოშორდება ქვეყანა უღიმღამო და მესამეხარისხოვან რეგიონულ ძალად გადაიქცევა.
რუსეთი და რუსი ხალხი მაგნიტივითაა, ისინი ფედერაციის სხვა ერის ადამიანებს იზიდავენ თავისკენ. ამის გარეშე ქვეყანა ვერ იარსებებს, ამით კი პირველ რიგში რუსები დაზარალდებიან. ჩვენ არ გვაქვს უფლება ეს დავუშვათ", _ აცხადებს ვლადიმერ პუტინი.