ქალაქ იერუსალიმში ისრაელის პოლიციამ პალესტინის პარლამენტის ორი წევრი დააკავა. ამის შესახებ ინფორმაციას ისრაელის პოლიცია ავრცელებს. ისინი სავარაუდოდ ჰამასის აქტივისტები არიან, რაც მათი დაკავების ერთ-ერთი მთავარი მიზეზი გახდა.
"ისინი სავარაუდოდ ჰამასის აქტივისტები არიან. საქმეზე მიმდინარეობს გამოძიება და შემდგომში მისი განხილვა გაგრძელდება სასამართლოში", - განაცხადა ისრაელის პოლიციის პრესსპიკერმა მიკი როსენფელდმა.
ცნობისთვის, პალესტინის საკანონმდებლო ორგანოს კიდევ ორი წევრი - აზიზ დვეიკი და ხალედ დვეიბი გასულ კვირას დააკავეს ისრაელში. ისრაელის შეიარაღებული ძალების განცხადებით, დაკავებული ტერორისტული აქტის განხორციელებას აპირებდნენ.