ოზურგეთში ავტოავარიას ორი ადამიანი ემსხვერპლა. შემთხვევა წუხელ, აღმაშენებლის ქუჩაზე მოხდა. ერთმანეთს"ფორდისა" და "ოპელის" მარკის მსუბუქი ავტომანქანები შეეჯახა. გარდაცვლილია 23 წლის გია ინწკირველი და 33 წლის ლევან ხომერიკი. მძიმედაა დაშავებული კიდევ ორი მგზავრი, რომლებიც კატასტროფ...
მეტეხის ხიდიდან მტკვარში 18 წლის გოგო გადავარდა. მაშველებმა ის წყლიდან რამდენიმე წუთში, უვნებელი ამოიყვანეს. მოზარდს პირველადი სამედიცინო შემოწმებდა ადგილზევე ჩაუტარდა და როგორც ექიმები აცხადებენ, სერიოზული დაზიანებები არ აღენიშნება. მოზარდის თქმით, ის წყალში შემთხვევით გადავარდა.
პირადობის მოწმობის აღება სავალდებულო 14 წლიდან იქნება. აღნიშნულთან დაკავშირებით ცვლილება შედის "საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობისა და საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაცემის წესის შესახებ" კანონში შედის. დღეს არსებ...
დღეს, 15:00 საათზე, ევროპის იურისტ სტუდენტთა ასოციაცია "საქართველოს" ორგანიზებით, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტები გარემოს დაცვის მსოფლიო დღესთან დაკავშირებულ ღონისძიებას გამართავენ. როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" თსუ-დან აცნობეს, დაგეგმილია იან-არტიუს ბერტრანის ფილმ...
პან გი მუნი გაეროს განერალური მდივნის თანამდებობაზე მეორე ვადითაც აპირებს კენჭისყრას. აღნიშნულთან დაკავშირებით ორგანიზაციის მოქმედი თავმჯდომარე საკუთარ კანდიდატურას ოფიციალურად მომავალ კვირას დაასახელებს. ამის შესახებ ინფორმაციას რუსული მედია გაეროს "წყაროზე" დაყრდნობით ავრცელებს, თუმცა ის ...
აფხაზეთის დე ფაქტო პარლამენტი ე.წ. ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნების თარიღს მომავალ კვირას გამოაცხადებს. ამის შესახებ ინფორმაციას "ინტერფაქსი" სეპარატისული რეჟიმის სახალხო კრების ვიცე-სპიკერ ვიაჩესლავ ცუგბაზე დაყრდნობით ავრცელებს. ცუგბას განმარტებით, "აფხაზეთის კონსტიტუციის თ...
ჰოლივუდის ვარსკვლავი შერონ სტოუნი საქართველოს პრეზიდენტმა მიიღო. მიხეილ სააკაშვილმა ცნობილ კინოვარსკვლავს პრეზიდენტის სასახლე დაათვალიერებინა. შერონ სტოუნი თბილისში გუშინ ჩამოვიდა. ჰოლივუდის ვარსკვლავი რენე ჰარლენის ფილმის "აგვისტოს 5 დღის" პირველ საპრემიერო ჩვენებას დაესწრება. სტოუნთან ერთად საქართველოში ფი...
დღეს, 5 ივნისს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით ბაქრაძე საპარლამენტო დელეგაციასთან ერთად ოფიციალური ვიზიტით რუმინეთს ეწვევა. 3-დღიანი ვიზიტის ფარგლებში, დაგეგმილია შეხვედრები რუმინეთის სენატის თავმჯდომარე მირჩეა ჯოანასა და რუმინეთის დეპუტატთა პალატის თავმჯდომარე რობერტა-ალმა ანასტასესთან. დავით ბაქრაძე...
ბარაკ ობამას ადმინისტრაცია არ აპირებს ისრაელში თავის საელჩოს თელ-ავივიდან იერუსალიმში გადატანას. აღნიშნულის შესახებ აშშ-ს პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ კონგრესს ოფიციალური შეტყობინება უკვე გაუგზავნა. პრეზიდენტის განმარტებით, მისი გადაწვეტილება მიღებულია სახელმწიფო უსაფრთხოების ინტერესებიდან გამომდინარე და შეესაბამე...
სოჭში კინოფესტივალი "კინოტავი" გაიხსნა. საკონკურსო პროგრამაში 14 ფილმია შესული, მათ შორის რეჟისორ ბაკურ ბაკურაძის "მონადირე", რომელმაც მონაწილეობა მიიღო "კანის კინოფესტივალის" პროგრამაში "განსაკუთრებული ხედვა". კინოფესტივალის ჟიურის თავმჯდომარეა რეჟისორი ალექსანდრე...
აშშ-ში 80 წლის ასაკში ცნობილი სახელმწიფო მოღვაწე და დიპლომანტი ლორენს სიდნი იგბელგერი გარდაიცვალა. იგბელგერი ჯორჯ ბუში-უფროსის ადმინისტრაციაში ერთ-ერთი გამორჩეული ფიგურა იყო. მას აშშ სახელმწიფო მდივნის პოსტი ეკავა. მისი გარდაცვალების შესახებ ცნობილი გახდა აშშ-ს ყოფილი სახელმწიფო მდივნის ჯეიმს ბეი...
დღეს, 5 ივნისს, 14:00 საათზე, ბაზალეთის ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე ყოველწლიური დოღი ჩატარდება. დოღი საქართველოს გამოჩენილ მოღვაწეებს ეძღვნება. ტრადიციას საფუძველი სამი წლის წინ ჩაეყარა. ვაჟა-ფშაველასა და ილია ჭავჭავაძის შემდეგ, წლევანდელი დოღი გოდერძი ჩოხელის სახელს ატარებს. დოღი ძველი მთის წესის დაცვით გაიმართე...
"აგვისტოს 5 დღე"-ს საპრემიერო ჩვენებას თბილისში ამერიკელი კონგრესმენებიც დაესწრებიან. ოთხკაციანი დელეგაცია საპატიო სტუმართა სიაშია. ფილმის ჩვენება 5 ივნისს საქართველოს ყველა კინოთეატრში შედგება. საპრემიერო ჩვენებების შემდეგ კი კინოთეატრების კარი უკვე კინომანებისთვის გაიღება. პრემიერა საღამოს 18:00 სა...
დღეს, 5 ივნისს, საქართველოში გარემოს დაცვის მსოფლიო დღეს გარემოს დაცვის სამინისტრო, გაერო-ს განვითარების პროგრამა (UNDP) და გაერო-ს წარმომადგენლობა საქართველოში პარტნიორ არასამთავრობო და ბიზნესორგანიზაციებთან ერთად, გარემოს დაცვის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით სხვადასხვა ღონისძიებებს გამართავს. ღონის...
დღეიდან, ბათუმის საერთაშორისო აეროპორტიდან, თელ-ავივის მიმართულებით ავიარეისების განხორციელება იწყება. როგორც სააგენტო "ჯი-ეიჩ-ენს" აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ვაჟა დიასამიძემ განუცხადა, თელ-ავივიდან პირველი რეისი 15:00 საათზე ჩამოფრინდება, რომელსაც 120 ებრაელი ტურისტი ჩამო...