საქართველოში ექვსი "ნაციონალური მოძრაობაა" დარეგისტრირებული, მათ შორის ერთი შპს. ამის შესახებ პარლამენტში იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე პავლე კუბლაშვილთან არასამთავრობოების შეხვედრაზე ექსპერტმა ირაკლი მელაშვილმა განაცხადა.
მელაშვილი დაინტერესდა, მიიჩნევა თუ არა მმართველ ძალასთან დაკავშირებულ იურიდიულ პირად შპს "ნაციონალური მოძრაობა", რომელიც ასევე ოფიციალურადაა დარეგისტრირებული.
კუბლაშვილმა განაცხადა, რომ მსგავსი ფაქტის შესახებ ინფორმაციას არ ფლობს და მელაშვილს მოუწოდა, თუ აქვს ინფორმაცია, კონტროლის პალატას მიაწოდოს.