საერთაშორისო ორგანიზაციამ „რეპორტიორები საზღვრებს გარეშე" 2011 წლის პრესის თავისუფლების რეიტინგი გამოაქვეყნა. საქართველომ გასულ წელთან შედარებით პოზიცია 5 პუნქტით გაიუარესა და 99-ე ადგილიდან 104-ე ადგილზე გადაინაცვლა.
როგორც ორგანიზაციის მოხესენებაშია აღნიშნული, საქართველოს რეიტინგი განაპირობა 26 მაისის აქციის დარბევისას ჟურალისტებზე განხორციელებულმა ზეწოლამ, ასევე მუდმივმა წნეხმა იმ ჟურნალისტებსა და ბლოგერებზე, რომელთაც რუსეთის მიმართ გარკვეული სიმპატიები გაჩნიათ. 2009 წელს საქართველო 81-ე ადგილზე იყო, ხოლო, 2008 წელს - 120-ე ადგილზე.
რეიტინგში 179 ქვეყანას შორის პირველ ადგილზეა ფინეთი. შემდეგ მოდიან ნოერვეგია, ესტონეთი და ნიდერლანდები. აშშ-მ რეიტინგში 47-ე ადგილი დაიკავა, ხოლო დიდმა ბრიტანეთმა 28-ე ადგილი, საფრანგეთმა 38-ე.
რეგიონის ქვეყნებს შორის 77-ე ადგილზეა სომხეთი, რომელმაც 24 პუნქტით გაიუმჯობესა პოზიცია და 2008 წლის მაჩვენებელს დაუბრუნდა. რეიტინგში რუსეთი 142-ე ადგილზეა, თურქეთი - 148-ე.რაც შეეხება აზერბაიჯანს ის 162-ე ადგილზეა.
უკრაინა რეიტინგში 136-ე ადგილზე აღმოჩნდა. რეიტინგში ლატვია 48-ე ადგილზეა, მოლდოვა 53-ე ადგილზე, ტაჯიკეთი 122-ე ადგილზე, უკრაინა 136-ზე, ყაზახეთი 154-ზე, უზბეკეთი კი 157-ე ადგილზეა.
რეიტინგის ბოლო ადგილებზე არიან თურქმენეთი, ჩრდილოეთ კორეა და ერიტრეი.