საქართველოს პირველი ლედის სანდრა ელისაბედ რულოვსის ინიციატივით სოციალური სამუშაოს მიმართულების სტუდენტებისთვის სასწავლო სტიპენდიები დაწესდა.
სტიპენდიების გადაცემის ცერემონია ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 25 იანვარს გაიმართა. საქართველოს პირველი ლედის სახელობის სტიპენდია 6 სტუდენტს გადაეცა.
ოქროს სტიპენდიის მფლობელი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბაკალავრიატის სტუდენტები - თეო გვალია და თამარ წიკლაური გახდნენ. ვერცხლის სტიპენდია ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის და თსუ-ის მაგისტრანტებს მარიამ შეთეკაურს და ხატია შარიქაძეს, ხოლო ბრინჯაოს სტიპენდიები თსუ-ის ბაკალავრიატის სტუდენტებს ელენე როჭიკაშვილს და ეკა ჩერქეზიშვილს გადაეცათ.
პირველი ლედის ეს ინიციატივა საქართველოში მოღვაწე ჩინური კომპანია HUAWEI-ის ფინანსური მხარდაჭერით განხორციელდა.
როგორც დაჯილდოების ცერემონიაზე სანდრა ელისაბედ რულოვსმა განაცხადა, სტიპენდიების დაწესება სოციალური მუშაკის პროფესიის პოპულარიზებას მოახდენს.
"სოციალური მუშაკის პროფესია ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნისთვის. ამ დარგის განვითარებას დიდი მნიშვნელობა აქვს ჯანდაცვისა და სოცუზრუნველყოფის სფეროში. სოციალური მუშაკი თანადგომას და მხარდაჭერას უწევს მოსახლეობის იმ ნაწილს, რომელიც განსაკუთრებით საჭიროებს სახელმწიფოს ზრუნვას", - განაცხადა საქართველოს პირველმა ლედიმ.
მისი თქმით, არ არის გამორიცხული, მომავალი წლიდან სტიპენდიატთა რიცხვი გაიზარდოს.
შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის მინისტრ ანდრია ურუშაძის განცხადებით, სტუდენტები სწავლის პერიოდშივე შეძლებენ სამინისტროში სტაჟირების გავლას და პროფესიული უნარ-ჩვევების შეძენას.
"ჯანდაცვის სამინისტროს აკლია ამ დეფიციტური პროფესიის წარმომადგენლები. მხარს ვუჭერთ ყველა ინიციატივას, რაც სოციალური მუშაკის დარგის განვითარებისკენ არის მიმართული", - აღნიშნა მინისტრმა.
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის ალექსანდრე კვიტაშვილის განცხადებით, ძალზე მნიშვნელოვანია სოციალური მუშაკების მიმართულების სტუდენტებისთვის სტიპენდიის დაწესება.
"ეს არის ქვეყანაში ერთ-ერთი ყველაზე საჭირო და მოთხოვნადი პროფესია. ჯანდაცვის სამინისტროში უკვე გამოცხადებულია 40 ვაკანსია სოციალური მუშაკებისთვის. სოციალური მუშაკების დასაქმება პრაქტიკულად გარანტირებულია", - აღნიშნა რექტორმა.
ღონისძიებას ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში ჩენ ძიანფუ, ჩინური კომპანია HUAWEI-ის წარმომადგენლები და სოციალური სამუშაოს მიმართულების პროფესორ-მასწავლებლებიც ესწრებოდნე